AMNESTY INTERNATIONAL ყოველწლიურ ანგარიშში "რუსთავი 2-ის" საქმეს საქართველოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასახელებს
AMNESTY INTERNATIONAL ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშს აქვეყნებს. საერთათაშორისო ორგანიზაცია გამოხატვის თავისუფლების პრობლემებზე საუბრობს და საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რუსთავი 2-ის საქმეს ასახელებს. ტელეკომპანიასთან სამართლებრივი დავის გარდა, საერთაშორისო ორგანიზაცია თბილისის ყოფილი მერის საქმეზე აკეთებს აქცენტს და ამ შემთხვევაში პოლიტიკური ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს.
ადამიანის უფლებების შესახებ AMNESTY INTERNATIONAL-ის ანგარიშს არ იზიარებენ მინისტრთა კაბინეტის წევრები. მათი თქმით, ქვეყანაში არც პოლიტპატიმრების და არც გამოხატვის თავისუფლების პრობლემები დღის წესრიგში არ დგას.
საპარლამენტო ოპიზიცია ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის მკაცრ კრიტიკას, ხელისუფლების არასწორ ქმედებებს უკავშირებს.
საერთაშორისო ორგანიზაცია სხვა თემებთან ერთად მოხსენებაში ასევე ხაზს უსვამს პოლიტიკურ ოპონენტებთან დაპირისპირების საკითხს. ანგარიშში საუბარია, გასულ წელს ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე თავდასხმის ფაქტებზე. AMNESTY INTERNATIONAL უმცირესობების უფლებების დარღვევებზეც მიუთითებს,
ავტორი: ნინო სამყურაშვილი