მაესტროს საქმეში უჩა მამაცაშვილის გვარმა გაიჟღერა
ბაია გადაბაძემ, მაკა ასათიანმა და მამუკა ღლონტმა მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილს უნდობლობა გამოუცხადა, რომელმაც ძმები გაჩეჩილაძეების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და კრედიტორთა კრება 15 მარტამდე გადადო.
კრედიტორთა საბჭოს სხდომის გადადების წინააღმდეგი იყვნენ ტელეკომპანიის კრედიტორებიც, რომელთა მიმართაც მაესტროს 54-მილიონიანი დავალიანება აქვს. კრედიტორებს გაჩეჩილაძეები ვალის დაფარვას დაპირდნენ, რის შემდეგაც მათ აზრი შეიცვალეს და სხდომის გადადებას დასთანხმდნენ.
მაესტროს მიმდინარე პროცესებზე კომენტარს არ აკეთებს პატარკაციშვილების ბიზნესების მმართველი, ირაკლი რუხაძე.
გასულ კვირას მაესტროს საქმეში პირველად გაჩნდა ახალი გვარი - უჩა მამაცაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია.
გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილმა მასა და კახი კალაძეს გაჩეჩილაძეებთან შეხვედრა და მაესტროს საქმის მოგვარება დაავალა. ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს უჩა მამაცაშვილი.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი