სანდრო ბრეგაძემ თანამდებობა დატოვა - მიზეზად ხიდაშელთან დაპირისპირებას ასახელებს
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, სანდრო ბრეგაძემ, თანამდებობდა დატოვა. მიზეზად ბრეგაძე ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტის გამო თინა ხიდაშელის მხრიდან მასთან დაპირისპირებას ასახელებს.
ბრეგაძე განმარტავს, რომ თავდაცვის მინისტრმა პრემიერ-მინისტრი არჩევანის წინაშე დააყენა და ულტიმატუმი წაუყენა, რომლის მიხედვითაც, როგორც ბრეგაძე ამბობს, კვირიკაშვილს ან ბრეგაძე და მისი ინიციატივა, ან ხიდაშელი უნდა აერჩია.
მისივე თქმით, ბრეგაძეს აქვს ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მის კანონპროექტს ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ ქართული ოცნების მხარდაჭერა ჰქონდა, რესპუბლიკელები კი აღნიშნული ინიციატივის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ.
"რესპუბლიკელები ღუპავენ ქვეყანას," - აცხადებს ბრეგაძე და აქვე განმარტავს, რომ მათ მიმართ კრიტიკული გამონათქვამებით მინისტრთა კაბინეტის წევრებიც გამოირჩევიან.
„გოგი თიფაძის საუბარი რესპუბლიკელებთან დაკავშირებით არის იავნანა იმასთან შედარებით, რა სიტყვებითაც მოიხსენიებენ მათ მინისტრთა კაბინეტის წევრები. ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ რეპუბლიკელები არიან მოღალატეები,“ - აცხადებს ბრეგაძე.