"როდესაც ხელისუფლება არასამათავრობო ორგანიზაციებისა და პარტიების პოზიციას არ განიხილავს, ბოიკოტი გამართლებულია" - ნინო ლომჯარია
პოლიტიკური პარტიების მიერ შუალედური არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან.
მათი თქმით, საკითხის გააქტიურებისთვის პოლიტიკოსებმა ყველა ლეგიტიმური გზა უნდა გამოიყენონ. თუმცა, აცხადებენ იმასაც, რომ არჩევნებში მხოლოდ ერთი პოლიტიკური მოძრაობის მონაწილეობა საერთაშორისო საზოგადოების თვალში საქართველოს დადებითად არ წარმოაჩენს.
„ბოიკოტი კონკურენტულ, თავისუფალ სამართლიან გარემოზე უარყოფითად აისახება. მაგრამ ასეთ დროს, როდესაც ხელისუფლება არასამათავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების პოზიციას არ განიხილავს, ბოიკოტი გამართლებული შეიძლება იყოს, რადგან ეს კონკურენტული სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად," - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ლომჯარიამ.
შეუერთდება თუ არა ნაციონალური მოძრაობა შუალედური არჩევნების ბოიკოტს, დღეს გახდება ცნობილი.
არასაპარლამენტო ოპოზიციის გადაწყვეტილებას მხარდაჭერა უკვე გამოუცხადეს თავისუფალმა დემოკრატებმა.