"biletebi.ge საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით მუშაობს,"- UEFA-ს წერილი "რუსთავი 2"-ს
"biletebi.ge საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით მუშაობს,"- ამ შინაარსის წერილი „კურიერმა“ UEFA-სგან მიიღო. ოფიციალური წერილის თანახმად კი ირკვევა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ UEFA-მ Biletebi.ge-თავად შეარჩია და ისინი პროცესში არ არიან ჩართული სიმართლეს არ შეესაბამება.
მეტიც UEFA სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშრიებული პრობლემების მოგვარებას სწორედ ფეხბურთის ფედერაციისგან ელოდება.
მთელი დღის მანძილზე biletebi.ge-ს ადმინისტრაცია კი ამტკიცებდა, რომ ბილეთების გაყიდვის ექსკლუზიური უფელბა უეფასგან მათ ფედერაციის გვერდის ავლით და თბილის კლუბ "დინამოს" რეკომენდაციით მიიღეს, თუმცა ამ ინფორმაციას დღის მანძილზე არც კლუბი "თბილისის დინამო" ადატურებდა.
დღეს ფეხბურთის ფედერაციაში UEFA-ს მიერ "კურიერისთვის" მიწერილ წერილზე კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა განაცხადეს, რომ სუპერთასის ბილეთების ნაწილი კვლავ Biletebi.ge-ს მეშვეობით გაიყიდება, დანარჩენ ბილეთებთან დაკავშირებით კი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
დამატებითი განმარტებების გაკეთება ამ საკითხზე დღეს არც biletebi.ge-ს 60%-იანი წილის მფლობელმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფოსისის მოვალეობის შემსრულებელმა ისურვა.
დავით მიზანდარი, რომლიც კომპანიაში დირექტორის თანამდებობას იკავებდა დღეს ფედერაციიაში გამართულ შეხევდრას ესწრებოდა.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი