სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში-ეროვნული ბანკის საკითხი ხმაურის ფონზე განიხილებოდა
ხმაური გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო სამსახურის ცალკე გამოყოფის ინიციატივას მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობამ ახალი სამსახურის წევრების დაკომპლექტების წესი გააპროტესტა.
მეჭიაური –ებანოიძის ინიციტივის მიხედვით, საბჭოს 7 წევრიდან 2 პარლამენტის თავმჯდომარეს, 2 ფრაქციებს, ამდენივე კი ფრაქციებს გარეთ დარჩენილ დეპუტატებს უნდა წარედგინათ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ არ დამალა, რომ საზედამხედველო სამსახურის გამოყოფის შემთხვევაში, პარლამენტის მიერ დაკომპლექტებული საბჭო პოლიტიზებული იქნება.
კანონპროეტის ავტორებმა რამდენიმე შენიშვნა გაითვალისწინეს. არ არის გამორიცხული მეორე მოსმენის დროს ცვლილება შევიდეს საბჭოს დაკომლექტების წესშიც და ახალი სამსახურის 7 წევრიდან 2 ეროვნულმა ბანკმა დანარჩენი კი მთავრობამ წარადგინოს.
კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა სავარაუდოდ რიგგარეშე სესიაზე გაგძელდება.პირველი მოსმენით კი კანონპროექტს კენჭს ხვალ უყრიან.
ავტორები: თეონა ცხომელიძე, ნატა მახვილაძე