ინტერპარტიული ჯგუფი ხელისუფლებას საკუთარ მოთხოვნებს ახსენებს და პროტესტის კანონიერ ფორმებზე საუბრობს
ინტერაპარტიულმა ჯგუფმა დღეს ხელისუფლებას შეახსენა, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვს.
11 არასაპარლამენტო ოპოზციური პარტიების განცხადებით, ისინი პროტესტის ყველა კანონიერ ფორმას მიმართავენ თუ ხელისუფლება მათთან დიალოგზე არ წავა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და საარჩევნო ცვლილებებს საპარლამენტო ოპოზიციაც ითხოვს და მმართველ გუნდს მათივე საარჩევნო დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.
მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, რასაც ყველა დანარჩენი პოლიტიკური ძალა და არასამთავრობო სექტორი ითხოვს, ხელისუფლებამ 5 წლით გადადო, იმ მიზეზით, რომ 2020 წლამდე ამ ცვლილებების განხორციელებას ვერ ასწრებს.
ავტორები: სოფო ზურაბიანი.