ეკონომკის მინისტრმა ICAO-ს შავ სიაზე განმარტება გააკეთა
ICAO-ს შავ სიასთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება დღეს ეკონომიკის მინისტრმა, ასევე საქართველოს მოხვედრაზე იმ ქვეყნების სიაში, რომელიც იკაოს მიერ არის წითელი დროშით აღნიშნული. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, დასკვნა ეხება 2013 წლის წინა პერიოდს მას შემდეგ ქვეყანამ არაერთი ნაბიჯი გადადგა სიტუციის გამოსასწორებლად საჰაერო სივრცეში.
„ეს იყო 2013 წელს დადებული დასკვნა, რომელიც ეხებოდა 2013 წლის წინა პერიოდს. ძალიან ბევრი რამ ICAO-ს სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, პროცენტული მაჩვენებელი არის მნიშვნელოვნად გამოსწორებული და ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა მაქსიმალური შესაბამისობა იქნას მიღწეული,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საიტზე ქვეყნების დასახელების გასწვრივ დასმული წითელი ალმები ამ ქვეყნების ავიაციის არასაიმედო მდგომარეობაზე მეტყველებს. სხვა 12 ნაკლებგანვითარებულ ქვეყანასთან ერთად, წითელი ალამი საქართველოს გასწვრივაც არის.