Tasnim: ირანმა ჰორმუზის სრუტით თავის პორტებში შეუშვა აუცილებელი საჭიროების საქონელი
ირანმა მისი პორტებისკენ მომავალი, აუცილებელი საჭიროების საქონლით დატვირთული ხომალდებისთვის ნებართვა გასცა ჰორმუზის სრუტის გავლაზე - ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის მიერ შაბათს გამოქვეყნებულ ოფიციალურ წერილზე დაყრდნობით.
წერილის თანახმად, ხომალდებმა, რომლებიც ირანის პორტებისკენ მოძრაობენ - მათ შორის მათ, რომლებიც ამჟამად ომანის ყურეში იმყოფებიან - ხელისუფლებასთან კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ და უნდა დაიცვან სრუტის გავლისთვის შემოღებული წესები.
მას მერე, რაც აშშ-მა და ისრაელმა 28 თებერვალს ირანზე თავდასხმები დაიწყეს, თეირანმა ფაქტობრივად დახურა ჰორმუზის სრუტე - რომელიც, ჩვეულებრივ, მსოფლიო ნავთობის ვაჭრობის დაახლოებით მეხუთედს გაატარებს.