Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


„მინისტრის დავალება იყო“, - თავდაცვის შესყიდვების უფროსმა ჩვენება ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ მისცა

„ვნანობ, რომ ბიუჯეტს ზიანი მივაყენე... ყველაფერზე მინისტრი იყო ინფორმირებული“, - ეს თქვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12 მარტს, დაკითხვისას თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა.

მას ედავებიან თავდაცვის სამინისტროს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას. ვლადიმერ ღუდუშაური 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული. მასთან ერთად მსგავსი ბრალდებით დააკავეს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმა ვასილ მხეიძე. გიორგი ხაინდრავაც 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამივე მათგანი, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, „დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებად“ მოიხსენია.

ვლადიმერ ღუდუშაური თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე მოწმედ პროკურატურამ გამოიძახა 2026 წლის 12 მარტის სასამართლო სხდომაზე. მან თქვა, რომ უკანონო დავალებები მინისტრისგან მიიღო და შეასრულა კიდეც.

რას ედავებიან ჯუანშერ ბურჭულაძეს?თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაშია ბრალდებული. ის 2025 წლის 11 სექტემბერს სუსის ანტიკორუფციულმა სამსახურმა დააკავა.

ბრალდების თანახმად, 2023 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ თავისი მოადგილის [გიორგი ხაინდრავა - რ.თ.], ნათესავისა [ვასილ მხეიძე - რ.თ.] და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის [ვლადიმერ ღუდუშაური - რ.თ.] დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატურა 2 606 272 ლარის ნაცვლად 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

გამოძიების თანახმად, ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბურჭულაძის ოჯახმა 2025 წლის იანვარში 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგის პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი.

„ვლადიმერ ღუდუშაურმა დაადასტურა, რომ ეს შესყიდვები მინისტრის, ჯუანშერ „ბურჭულაძის პირდაპირი დავალება იყო, ამაში ჩართული იყო მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ბრალდებულმა ყველაფერი აღიარა“, - განაცხადა პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა გიორგი ღუდუშაურის დაკითხვის დასრულების შემდეგ.

რა თქვა ვლადიმერ ღუდუშაურმა სასამართლოში?სასამართლო სხდომაზე ვლადიმერ ღუდუშაურმა გაიხსენა ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ დაიბარა თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და უთხრა, რომ საიდუმლო შესყიდვით სამედიცინო ინვენტარის შეძენა იყო საჭირო და ჰკითხა, იცნობდა თუ არა ზურაბ ტუკვაძეს.

„მკითხა, ვიცნობდი თუ არა ზურაბ ტუკვაძეს და მითხრა, რომ მისი მითითებით უნდა გამეკეთებინა ყველაფერი. მე საქმის კურსში ჩავაყენე გიორგი ხაინდრავა, რომელმაც მითხრა, რომ მინისტრის მითითებებს მივყოლოდი“, - თქვა ღუდუშაურმა დაკითხვაზე.

ვინ არის ზურაბ ტუკვაძე?ზურაბ ტუკვაძე 36 წლის ბიზნესმენია და „კიას ცენტრის“ გარდა, კიდევ ათამდე კომპანიის მფლობელია. ის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა საქმეში, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს და სხვა ბრალდებულებს ეხება. ტუკვაძე გამოძიებას უყვება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებთან დაკავშირებულ სქემაზე და ამტკიცებს, რომ სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვისას თანხის ნაწილი შუამავლების მეშვეობით ქრთამის სახით გადაეცემოდა.

ტუკვაძემ სასამართლოს ჩვენება 2026 წლის 20 თებერვალს მისცა. მისი თქმით, შეთანხმების თანახმად, შესყიდვის ღირებულების დაახლოებით 10% მაშინდელი თავდაცვის მინისტრის გარემოცვას უნდა გადასცემოდა.

ამჟამად ბიზნესმენი აშშ-ში იმყოფება და სასამართლოს წინაშე ჩვენებას დისტანციურად აძლევს.

ვლადიმერ ღუდუშაურის მონათხრობის თანახმად, ის დაუკავშირდა ზურაბ ტუკვაძეს და კაბინეტში თავისთან დაიბარა.

„როდესაც ვესაუბრე, მივხვდი, რომ ჩემს ზარს ელოდებოდა. როდესაც შევხვდი, შინაარსობრივი საუბარი არ გვქონია“, - ამბობს მოწმე.

მისივე თქმით, ტუკვაძემ ორი კომპანიის რეკვიზიტები გადასცა და უთხრა, რომ ამ კომპანიებთან ბაზრის კვლევა ჩაეტარებინა.

„ამის შემდეგ გორის ჰოსპიტალისგან მოვიდა შესასყიდი ტექნიკის სია, მინისტრის სახელზე, მაგრამ ტექნიკას თან არ ახლდა მახასიათებლები და მოვითხოვეთ ტექნიკური მახასიათებლების წარმოდგენაც. შემდეგ ჩემს სახელზე გამოაგზავნეს ნაწილი ტექნიკის ტექნიკური მახასიათებლები, რის შემდეგაც დავავალე ირაკლი მგალობლიშვილს, რომ შესყიდვები და ბაზრის კვლევა დაეწყოთ. გადავეცი ორი კომპანიის რეკვიზიტები“, - ამბობს ის და ამატებს, რომ მისმა თანამშრომლებმა მინისტრთან შეხვედრის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ჩვენების მიხედვით, ფასის კვლევაში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო, რის შემდეგაც სატენდერო კომისია შეიკრიბა და გამარჯვებულადაც „ეს კომპანია გამოავლინეს“.

„კომპანია არ გადაგვიმოწმებია, რადგან მინისტრის დავალება იყოო“, - ამბობს ღუდუშაური.

„პირველი ხელშეკრულების შემდეგ გორის ჰოსპიტალმა სხვა დანარჩენი სამედიცინო ინვენტარის მახასიათებლები წარადგინა. ამ დროს ზურაბ ტუკვაძემ მომცა კიდევ ერთი კომპანიის რეკვიზიტები. შესაბამისად, ეს კომპანია შემდეგ შესყიდვებში მონაწილეობდა. ვინაიდან ვრცელი სია იყო, გამარჯვებულად სამი კომპანია გამოცხადდა“, - განაცხადა მან.

თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური ამტკიცებს, რომ სამედიცინო ინვენტარის შესყიდვის გამოცდილება არ ჰქონია და ამიტომ ვერ ხვდებოდა, რომ „მათ მიერ დასახელებული ფასები, ბაზრის ფასს აღემატებოდა“ და ვინაიდან ეს მინისტრის დავალება იყო, „კითხვები აღარ დაუსვამს“.

მინისტრის დავალება რომ არ ყოფილიყო, მოვიკვლევდით ყველა კომპანიას და ვიმოქმედებდით ისე, რომ უდაბლესი ფასი მიგვეღოო, ამტკიცებდა სასამართლოში.

„ვიზიარებ გარემოებებს, რომ აღნიშნული ქმედებებით სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები ჩემს დავალებას ასრულებდნენ. ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით მინისტრი იყო ინფორმირებული“, - თქვა მან.

ღუდუშაურის ჩვენების მიხედვით, თავდაცვის სამინისტროში სატენდერო კომისია დაკისრებულ მოვალეობებს არ ასრულებდა და ფორმალურად იკრიბებოდა.

„და ეს მავნე პრაქტიკა იყო, შეუძლებელი იყო, რომ კრიტიკული აზრი დაფიქსირებულიყო. რაც შეეხება დიდ შესყიდვებს, ეს წინასწარ შეთანხმებული და გადაწყვეტილი იყო, ძირითად შემთხვევაში, მინისტრის მიერ. ვფიქრობ, რომ ბაზარზე არსებობდა სხვა კომპანიებიც, რომლებსაც შეეძლოთ მსგავსი სამედიცინო ინვენტარის დამზადება", - განაცხადა ვლადიმერ ღუდუშაურმა.

გაუფორმდება საპროცესო შეთანხმება ღუდუშაურს ამ ჩვენების შემდეგ?„აღიარებით ჩვენებად“ შეფასებული დაკითხვის შემდეგ პროკურორმა უპასუხა კითხვას, ხომ არ იგეგმება ვლადიმერ ღუდუშაურთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

ანი ლეკიაშვილის თქმით, პროკურატურისთვის ღუდუშაურის ინტერესების დამცველს განცხადებით არ მიუმართავს და მიმართვის შემთხვევაში, მზად არიან პროცედურა კანონის შესაბამისად წარმართონ.

სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში ღუდუშაურის ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაულის აღიარების შემდეგ აქვს მოლოდინი, რომ საქმე საპროცესო შეთანხმებით დასრულდება.

"როგორც მოწმემ, ვლადიმერ ღუდუშაურმა, თავად განმარტა, რომ მისთვის ამ ჩვენების მიცემა განაპირობა (ის ჯერ კიდევ ოქტომბერშია გამოკითხული) უკვე საქმის მასალების გაცნობამ, მათ შორის ბრალდებულების გამოკითხვის ოქმების გაცნობამ. ერთობლივად, ჩემთან კონსულტაციის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ეთქვა სიმართლე... ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, გვაქვს მოლოდინი, რომ საქმე დასრულდება საპროცესო შეთანხმებით", - განაცხადა დიმიტრი მჭედლიშვილმა.

რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის ბრალს არ აღიარებ და 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მისი ადვოკატის, დიმიტრი ხაჩიძის განცხადებით კი, ღუდუშაურის ჩვენება საქმის მასალებს ეწინააღმდეგება.

"ღუდუშაურმა რაც დაადასტურა, ის არის, რომ მან არ შეასრულა თავისი მოვალეობები და ვალდებულებები, იმიტომ რომ ღუდუშაურის დღევანდელი ჩვენება ეწინააღმდეგება საქმის მასალებს, ეწინააღმდეგება სხვა მოწმეების ჩვენებებს, ეწინააღმდეგება დოკუმენტაციას, რომელიც ერთმანეთში იყო გაგზავნილი ამ შესყიდვებისთვის, ეწინააღმდეგება ჰოსპიტლის დირექტორის ჩვენებას და მხოლოდ მითითებაა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით ჩავიდინე დანაშაულიო. ეს არ არის საკმარისი ჯუანშერ ბურჭულაძის დამნაშავედ ცნობისათვის",- თქვა ხაჩიძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძე 2021 წლიდან მსახურობდა თავდაცვის მინისტრად. ის ამ პოსტზე პრემიერად ახლად დასახელებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა. მანამდე ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე იყო მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი 2019 წელს პოლიტიკაში დაბრუნდა და თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net