Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


ანტონიუ კოშტა ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა: ენერგოუსაფრთხოება ჩვენი თანამშრომლობის ქვაკუთხედია

11 მარტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში უმასპინძლა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას. აზერბაიჯანის ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირთან პარტნიორობის "აქტიურ ფაზაშია" და ამის დასტურად მოიყვანა მხარეებს შორის ვაჭრობის დინამიკის მაჩვენებლები:

"თვალი შევავლე ეკონომიკის ზოგიერთ მაჩვენებელს და წელს, იანვარში ჩვენი სავაჭრო ბრუნვის 50 პროცენტი ევროკავშირზე მოდიოდა. გასულ წელს ოდნავ დაბალი იყო, მაგრამ ეს ნამდვილად აჩვენებს, რომ ჩვენთვის ევროკავშირი არის ნომერი პირველი სავაჭრო პარტნიორი. ...ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველთვის იყო, არის და აუცილებლად იქნება თანამშრომლობა ენერგოსფეროში, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ, როცა ჩვენ ევროკომისიასთან ერთად ხელი მოვაწერეთ ენერგოსფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს".

ალიევმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების შემდეგ აზერბაიჯანმა გაზარდა ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის ქვეყნებში როგორც მოცულობით, ისე საექსპორტო ქვეყნების რაოდენობით:

"დღეს ევროკავშირის ათი ქვეყანა იღებს გაზს აზერბაიჯანიდან, სულ კი - 16 ქვეყანა. ამრიგად, ჩვენ ვართ მსოფლიოში პირველ ადგილზე გაზის მილსადენებით ექსპორტით. დღეს 16 ქვეყანა იღებს აზერბაიჯანის გაზს და იზრდება ჩვენი როლი ბევრი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში. ევროპული ბაზარი ჩვენი გაზის მთლიანი ექსპორტის ნახევარს შეადგენს და აქვს ზრდის პოტენციალი".

აზერბაიჯანის ლიდერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეახსენა სულ ცოტა ხნის წინ გამართული გაზის სამხრეთ დერეფნის მრჩეველთა საბჭოს წლიური შეხვედრა, რომლის თანაორგანიზატორები იყვნენ აზერბაიჯანი და ევროკომისია:

"იქ გამოსვლისას, აუდიტორიას ვაცნობე, რომ მიმდინარე წელს ვგეგმავთ გაზის წარმოების გაზრდას. დავიწყებთ გაზის წარმოებას ახალი საბადოდან. დღეიდან ორი-სამი წლის შემდეგ, თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, გვექნება მინიმუმ 10 მილიარდი კუბური მეტრით მეტი გაზი, ვიდრე დღეს გვაქვს".

ალიევმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ევროპელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს ენერგორესურსების მიწოდების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

ბაქოში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო მზისა და ქარის ენერგიის რესურსების გამოყენებასაც:

"დღეს, როცა ჩამობრძანდით, ორივემ აღვნიშნეთ, რომ ბაქოში ძალიან მზიანი დღეა, გაზაფხული მოდის. სინამდვილეში, აქ 300 დღეზე მეტი მზიანია და შეიძლება ამაზე მეტი - ქარიანი. ასე რომ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ აქ ქარისა და მზის ენერგიის დიდი პოტენციალია", - უთხრა ალიევმა კოშტას.

11 მარტს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას:

"არაფერი შეიძლება იყოს მშვიდობაზე უკეთესი. დამიჯერეთ, ვიცით რას ნიშნავს ომის ვითარებაში ცხოვრება და ომში ყოფნა. ჩვენნაირი ქვეყნები მშვიდობას მეტად აფასებენ, ვიდრე სხვები. ჩვენი დღის წესრიგი მართლაც ძალიან ფართოა".

ანტონიუ კოშტამ ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მოქალაქეების ირანიდან უსაფრთხოდ გამგზავრების ხელშეწყობისთვის.

"აზერბაიჯანის რესპუბლიკა ევროკავშირის მთავარი პარტნიორია", - განაცხადა კოშტამ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანახმად, აზერბაიჯანთან თანამშრომლობა გასცდება ენერგიისა და ტრანსპორტირების სფეროებს, რისთვისაც მხარეები ურთიერთობის ახალ ფორმატზე მუშაობენ:

"დიალოგის არსებული მექანიზმების სრულად გამოსაყენებლად, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების ჩათვლით, ჩვენ ახლა ვმუშაობთ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ახალ ჩარჩოზე. ეს არის მომავლის ერთიანი ხედვის ძლიერი სიგნალი. ვეძებთ აგრეთვე გზებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გასაღრმავებლად".

კოშტა ეთანხმება ალიევს, რომ "ენერგოუსაფრთხოება ორმხრივი თანამშრომლობის ქვაკუთხედია" და რომ აზერბაიჯანს უკავია "ცენტრალური ადგილი" ევროკავშირის ენერგორესურსებით უზრუნველყოფის დივერსიფიკაციაში, რაც აქტუალური გახადა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა. დღეს კი, ირანში ომის ფონზე, აზერბაიჯანის როლი ამ მხრივ კიდევ უფრო იზრდება და ევროკავშირი დაინტერესებულია ამ ქვეყანაში ინვესტიციების ხელშეწყობაში:

"ირანში ომის გამო ენერგობაზრების რყევის ფონზე, ჩვენი პარტნიორობა ენერგოსფეროში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ევროკავშირი მზად არის აზერბაიჯანის ენერგოტრანზიტის მხარდასაჭერად კერძო ინვესტიციებისა და ფინანსების მობილიზაციისთვის".

საუბარი იყო შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე და ის კოშტამ შეაფასა, როგორც "სტრატეგიული შესაძლებლობა ახალი სატრანსპორტო კავშირებისთვის" და რომ ამ კონტექსტში არსებით მნიშვნელობას იძენს ბაქო-ნახიჩევანის სარკინიგზო კავშირი".

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობას და აზერბაიჯანის როლს:

"ევროკავშირი იზიარებს აზერბაიჯანის მიზანს მშვიდობიან, სტაბილურ, ურთიერთდაკავშირებულ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიაზე. სომხეთთან სამშვიდობო პროცესში მიღწეული პროგრესი ისტორიული მნიშვნელობისაა. აზერბაიჯანის რეგიონული როლი იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა".

2028 წელს აზერბაიჯანი უმასპინძლებს ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს. მომდევნო თვეებში კი ის ბრიუსელშია მიწვეული.

11 მარტს ევროპარლამენტში გამოსვლისას რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობასა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებაზე ილაპარაკა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც. მან აღნიშნა, რომ იმავე ტრიბუნიდან მისი ადრინდელი გამოსვლის შემდეგ ყველაზე ღირსშესანიშნავი მოვლენა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება იყო:

"მეტიც, პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ, 2025 წლის ნოემბერში სომხეთის რესპუბლიკაში ჩამოვიდა მატარებელი აზერბაიჯანის ტერიტორიის, აგრეთვე საქართველოს გავლით. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 2025 წლის ოქტომბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ხსნიდა აზერბაიჯანის გავლით სომხეთისკენ სარკინიგზო მიმოსვლაზე აკრძალვას და ასეთი გადაწყვეტილებისთვის აზერბაიჯანის პრეზიდენტის მადლობელი ვარ".

ფაშინიანმა ევროპარლამენტში სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების სურვილზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ სომხეთის ევროინტეგრაციის გზაზე "ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა“.

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net