Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


ირანზე პირდაპირ ეთერში საუბრის შემდეგ გია ხუხაშვილი სუსში დაიბარეს

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
„12 საათზეა დაბარებული“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას უწყებაში და დამატებით კითხვებს აღარ უპასუხეს.
გამოკითხვაზე დაბარების საფუძველი გახდა გუშინ, 9 მარტს, „პალიტრანიუსის“ პოლიტიკურ ტოქშოუში, „360 გრადუსში“, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებული განცხადებები - ასე უთხრეს გია ხუხაშვილს.
„დამირეკეს და თავად განმიცხადეს, რომ ამ გადაცემაში ნათქვამი ჩემი ექსპერტული პროგნოზების გამო მიბარებენ. გუშინ ეთერში რა საფრთხეებზეც ილაპარაკე, იმაზეო, დამიკონკრეტეს. აუცილებლად მივალ - ერთია, რა მიზანი აქვთ თავად ამ დაბარებით და მეორეა ის, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, აინტერესებთ ჩემი მოსაზრებები? გავუზიარებ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გია ხუხაშვილმა.
რა თქვა ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში?გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარებასა და ამ პროცესების ფონზე საქართველოში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეებით დაკომპლექტებული გარკვეული ჯგუფები ირანში გადიოდნენ მომზადებას, რაც რეგიონული დაძაბულობის ფონზე დამატებით რისკებს ქმნის.
„ძალიან საფრთხილო სიტუაციაა. დეტალებს ვერ ვიტყვი. ღია წყაროებიდან ვფლობ ინფორმაციას, მაგრამ ინფორმაცია საკმაოდ დამაჯერებელია და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საფრთხე არის რეალური. შეიძლება დაიწყოს ტერაქტების სერია“, - განაცხადა მან და დაამატა:
„რამდენი ხანია საუბარია, რომ „ალ-მუსტაფას უნივერსიტეტში", რომელიც აშშ-ის მიერ არის დასანქცირებული, რადგან ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი, ამზადებენ აქტიური მოქმედებებისთვის დაჯგუფებებს. გავიდა ინფორმაცია, რომ თითქოს ამ უნივერსიტეტს საქართველოში სამი ფილიალი აქვს: გარდაბანში, მარნეულში და ფონიჭალაში. გარკვეული ჯგუფები ირანში გადიოდნენ მომზადებას და ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან - რა მომზადებას გადიოდნენ, რა არის მოსალოდნელი? ომი რომ არ იყოს, შეიძლება სხვანაირად შეგვეხედა, მაგრამ ომი დაიწყო. თუ „ნაღმებია ჩადებული“, როდის გააქტიურებს ირანის ხელისუფლება, რომელიც გამწარებულია, ჩვენ ხომ არ ვიცით?!“
გია ხუხაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პირდაპირ ეთერში მან ღია წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები გააანალიზა და „ასე გააკეთა დასკვნები, როგორც ექსპერტმა და ანალიტიკოსმა“. მას მიაჩნია, რომ სუსის რეალური მიზანი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა კი არა, ირანის შესახებ საქართველოში „დისკუსიის ჩაკვლაა“.
„მათი რეალური მიზანი საზოგადოების დათრგუნვაა - გაჩუმდით, ამ თემაზე ნუ ლაპარაკობთ - არაკომფორტული თემაა მათთვის - თორემ ყველას დაგიბარებთ. ფარული მუქარაა, მეტი არაფერი. იმის ილუზია, რომ მე შემაშინებენ, არ მგონია ჰქონდეთ, მაგრამ სხვები შეიძლება შეაშინონ. ამ თემაზე დისკუსიის ჩაკვლა სურთ, უნდათ ეს თემა მოკლან, სხვა არაფერი...“ - განაცხადა მან.
გია ხუხაშვილი „ქართული ოცნებასთან“ თანამშრომლობდა, ამ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლამდე და მოსვლიდან რამდენიმე წლის განმავლობაში. ის 2012-2013 წლებში მაშინდელი პრემიერ-მინისტრის და ახლა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი იყო.
ვის და რატომ იბარებენ სუსში?2026 წლის 7 მარტს ცნობილი გახდა, რომ სუსმა გამოკითხვაზე დაიბარა რამდენიმე პირი, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის „მზარდი გავლენების“ შესახებ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კრიტიკული კვლევის „ავტორების მოტივაციის“ გამოსაკვლევად.
საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით (უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება).
სუსის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოკითხვაზე დაიბარეს:
თინა ხიდაშელი, "ქართული ოცნების" მთავრობის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, "სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი;ისტორიკოსი გუბაზ სანიკიძე, 4 მოწვევის პარლამენტის წევრი და ყოფილი ვიცე-სპიკერი;გიორგი კანდელაკი, 3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი;გივი თარგამაძე, 3 მოწვევის პარლამენტის წევრი;ვახტანგ კაპანაძე, გენერალ-მაიორი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი. (გამოკითხვაზე მისი დაბარების შესახებ ინფორმაცია 8 მარტს გავრცელდა).

2026 წლის 8 მარტს გამოჰკითხეს გიორგი კანდელაკი, სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი. სწორედ მისი თანაავტორობით მომზადებული კვლევა გამოქვეყნდა "ჰადსონის ინსტიტუტის" სახელით.
სუსში დაბარებებს გამოეხმაურა "ჰადსონის ინსტიტუტის" პრეზიდენტი ჯონ უოლტერსი, რომელმაც სერიოზული შეშფოთება გამოთქვა მათ მიერ 3 მარტს გამოქვეყნებული კვლევის გამო სუსში გამოძიების დაწყებაზე.
რა დაწერა "ჰადსონის ინსტიტუტმა" კვლევაში?„ჰადსონის ინსტიტუტის“ 3 მარტს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, - რომლის თანაავტორები გიორგი კანდელაკი და ლუკ კოფი არიან - ირანის ისლამური რესპუბლიკა „გეგმაზომიერად და ორგანიზებულად“ აფართოებს გავლენასა და „გავლენის ინფრასტრუქტურას“ საქართველოში.
ავტორების თქმით,„თბილისი ხელს უწყობს ირანის ინფილტრაციას და ამავდროულად საშუალებას აძლევს თეირანს, „შექმნას გავლენის ინფრასტრუქტურის ფართო ქსელი“.
ამავე კვლევაში ნახსენებია "ალ-მუსტაფას საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფილიალი საქართველოში, რომელიც 15 წელია ფუნქციონირებს, თუმცა არ აქვს განათლების სამინისტროს აკრედიტაცია; მას აშშ-ისა და კანადის სანქციები აქვს დაწესებული „ჯაშუშური საქმიანობისა და ექსტრემიზმის პროპაგანდისთვის“.

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net