Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


„ამოცანა მიღწეულია“ - გამოკითხვიდან გამოსული ხიდაშელი სუსის მიერ დაწყებულ გამოძიებას ეხმაურება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 8 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი.

სუსმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით (უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება), სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში დაიწყო.

საქმის ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს:

თინა ხიდაშელი, "ქართული ოცნების" მთავრობის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, "სამოქალაქო იდეის" ხელმძღვანელი;ისტორიკოსი გუბაზ სანიკიძე, 4 მოწვევის პარლამენტის წევრი და ყოფილი ვიცე-სპიკერი;გიორგი კანდელაკი 3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი;გივი თარგამაძე, 3 მოწვევის პარლამენტის წევრი.

8 მარტს, გამოკითხვიდან გამოსულმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს, გამოთქვა იმედი, რომ „ფუნდამენტურად შეისწავლიან საკითხს“, რომლის შესახებაც მან რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია ტვ პირველის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და დაამატა, რომ მისი „ამოცანა მიღწეულია“:

„ინგასთან [გრიგოლია, ტვ პირველის ჟურნალიტი რ.თ] ეთერში ჩემი გამოსვლით იყვნენ დაინტერესებულნი, ეს კითხვები მხოლოდ ამ თემაზე იყო.

ყველა ფაქტი, რომელიც არებობს, თუკი ასეთი არსებობს, საჯარო სივრცეშია ხელმისაწვდომი, მე ვარ კერძო პირი, რომელსაც წვდომა მაქვს მხოლოდ იმ ინფორმაციაზე, რომელიც არის საჯარო სივრცეში ხელმისაწვდომი. რატომ აინტერესებდა სუსს ეს? ბუნებრივია, შეიძლება აინტერესებდეს, რადგან ადამიანს, შესაძლოა, სხვა წყაროებიდან ჰქონდეს ინფრომაცია და ეს უნდა გააკვიონ. ამიტომ კითხვების დასმაში არ არის პრობლემა.

მე სასამართლოშიც ვუთხარი და ახლაც შემიძლია გავიმეორო, რომ ჩემი ამოცანა მიღწეულია. მე მინდოდა, რომ როგორც ხდება ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყნებში, რომ ვიღაცა საყვირს ჩაჰბერავს საფრთხის შესახებ და მერე საგამოძიებო ორგანოები ამ საფრთხეს მოიკვლევენ, როგორც ჩანს, ჩემი ამოცანა შესრულებულია. ისინი დაინტერესდნენ. თუ რაიმე საფრთხე ემუქრება ქვეყანას, იმედია, ისინი ამას გაარკვევენ. იმედი დავიტოვოთ, რომ ახლა ფუნდამენტურად შეისწავლიან ამ საკითხს და ან აღმოჩნდება პრობლემა, ან არ აღმოჩნდება“, - უთხრა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.

4 მარტს, თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში ისაუბრა საქართველოში, აშშ-ს, გერმანიისა და კანადის მიერ სანქცირებული ალ-მუსტაფას „საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფილიალზე, რომელიც ქვეყანაში უკვე 15 წელია ფუნქციონირებს, თუმცა, არ აქვს განათლების სამინისტროს აკრედიტაცია. „ირანულ უნივერსიტეტს: აშშ-ისა და კანადის სანქციები აქვს დაწესებული „ჯაშუშური საქმიანობისა და ექსტრემიზმის პროპაგანდისთვის“.

„ეს ფილიალი, რაღაც ტიპის წარმონაქმნი საქართველოში ფუნქციონირებს, რომელსაც სჭირდება მიხედვა. მე არსად მითქვამს, რომ საქართველოში ამზადებენ ტერიტორისტებს“, - თქვა სასამართლოდან გამოსულმა თინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ აფასებს ის სუსის მიერ გამოკითხვაზე დაბარებას, როგორც დაშინებას, თინა ხიდაშელი ამბობს:

„არ ვიცი, ვის რა აქვს მხდელობაში, ყოველ შემთხვევაში, მე რომ ვერაფრით შემაშინებენ, ამ 32 წლის განმავლობაში, რაც მე ტელეეკრანებზე მხედავს ხალხო, ეს ცხადია. მართლა ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას, როცა მოწმის სახით ვიკითხები“.

8 მარტს გამოკითხვაზე დაბარებულია „ჰადსონის ინსტიტუტის“ მიერ, 3 მარტს გამოქვეყნებული კვლევის თანაავტორი გიორგი კანდელაკი - კვლევის თანახმად, ირანის ისლამური რესპუბლიკა „გეგმაზომიერად და ორგანიზებულად“ აფართოებს გავლენასა და „გავლენის ინფრასტრუქტურას“ საქართველოში.

ავტორების თქმით,„თბილისი ხელს უწყობს ირანის ინფილტრაციას და ამავდროულად საშუალებას აძლევს თეირანს, „შექმნას გავლენის ინფრასტრუქტურის ფართო ქსელი“.

„ეს აქტივობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში, ძირს უთხრის დასავლეთის გავლენას და აძლიერებს რეჟიმს, რომელიც ერთგულია 1979 წლის ისლამური რევოლუციის იდეოლოგიის ექსპორტისა“, - წერია კვლევაში.

5 და 6 მარტს, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მწვავედ გააკრიტიკა ყოფილი პოლიტიკოსები, თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი, - ერთი ირანის გავლენებზე საუბრის, მეორე კი - კვლევის თანაავტორობის გამო.

„ეს არის მოღალატეობრივი ქმედება, შენი სამშობლოს წინააღმდეგ წასვლა“, - თქვა კალაძემ 5 მარტს ხიდაშელზე და ოდესღაც თავის თანაგუნდელს უწოდა „სხვა ქვეყნის სამსახურში დაქირავებული ადამიანი“, რომელიც „მტრულ საქმიანობაშია შემჩნეული“.

„ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება“, - თქვა მან 5 მარტს. მომდევნოს დღეს კი მან გიორგი კანდელაკზე გაამახვილა ყურადღება:

„ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში არიან შემჩნეულები. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან... იმ მოცემულობაში, რაც დღეს ხდება რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში და ზოგადად, მსოფლიოში რამდენად დაძაბული და რთული ვითარება არის, ამ ტიპის განცხადებები არის ქვეყნის წინააღმდეგ მტრული საქმიანობა“.

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net