აშშ-ის და ირანის მოლაპარაკების მორიგ შეხვედრა 26 თებერვალს გაიმართება; თუ ომი დაიწყო, ირანი აპირებს თავი დაიცვას - აბას არაყჩი
ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბადრ ალ-ბუსაიდიმ გამოაცხადა X-ზე, რომ მოლაპარაკების მორიგი რაუნდი 26 თებერვალს გაიმართება ჟენევაში.
მოლაპარაკების მიმდინარეობის ფონზე აშშ-მა დიდი რაოდენობის სამხედრო ძალებს მოუყარა თავი ირანის მახლობლად.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, 22 თებერვალს განაცხადა, რომ თავდასხმის შემთხვევაში, მისი ქვეყანა საპასუხო დარტყმას მიაყენებს აშშ-ის ობიექტებს ახლო აღმოსავლეთში, თუმცა ის მაინც ხედავს დიპლომატიური მოგვარების შესაძლებლობას.
აშშ-ის მაუწყებელ CBS-თან საუბრისას, აბას არაყჩიმაც განაცხადა, რომ ის შეთანხმების დეტალებზე ახალ მოლაპარაკებებს ელის.
აშშ-ის სამხედრო მოქმედებების მუქარა გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო მოძრაობამ მასშტაბური დარბევა გამოიწვია, რამაც, უფლებადამცველი ჯგუფების თქმით, ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
22 თებერვალს ირანელმა სტუდენტებმა რამდენიმე უნივერსიტეტში მთავრობის მომხრე და საწინააღმდეგო, საპროტესტო აქციები გამართეს, სასულიერო ლიდერების ოპონენტებს კი დაპატიმრება ან უარესი საფრთხე ემუქრებათ, თუ მათ დააკავებენ.
„თუ აშშ თავს დაგვესხმება, მაშინ ჩვენ სრული უფლება გვაქვს, თავი დავიცვათ“, - თქვა არაყჩიმ, რითაც იგულისხმა ამერიკის ინტერესები რეგიონში, როგორც პოტენციური სამიზნეები.
მიუხედავად ამისა, მისი თქმით, „"სავსებით შესაძლებელია დიპლომატიური გადაწყვეტაც".
ჟენევაში მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შემდეგ, ირანმა განაცხადა, რომ ამზადებს შეთანხმების წინადადების პროექტს, რომელიც თავიდან აიცილებს სამხედრო მოქმედებებს.„მე მჯერა, რომ როდესაც შევხვდებით, სავარაუდოდ, ამ ხუთშაბათს კვლავ ჟენევაში, ჩვენ შევძლებთ ამ ელემენტებზე მუშაობას, კარგი ტექსტის მომზადებას და სწრაფ შეთანხმებამდე მისვლას“, - განუცხადა არაყჩიმ CBS-ს.
დასავლეთის მთავრობები შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბომბის შექმნას ისახავს მიზნად, რასაც თეირანი დიდი ხანია უარყოფს
თემაზე არაყჩიმ ინტერვიუში განაცხადა: „როგორც სუვერენულ ქვეყანას, ჩვენ გვაქვს სრული უფლება, თავად გადავწყვიტოთ ყველაფერი“.
გასულ წელს დიპლომატიის წინა მცდელობა შეწყდა მას მერ, რაც ჯერ ისრაელმა და შემდეგ აშშ-ის ბირთვული ობიექტების დაბომბვა დაიწყეს, რამაც გამოიწვია 12-დღიანი ომი.
ადგილობრივი და უცხოეთში მოქმედი ირანელი ემიგრანტების მედია იუწყებოდა თეირანის რამდენიმე უნივერსიტეტში გამართული დემონსტრაციების შესახებ, სადაც ზოგიერთი მონაწილე ირანის დამხობილი მონარქიის დროშას აფრიალებდა, ზოგი კი გაჰყვიროდა: „სიკვდილი შაჰს“, რომელიც 1979 წლის ისლამური რევოლუციის შედეგად დაამხვეს.