Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


უკრაინული დუეტი იწყებს საკონცერტო ტურნეს - „მოპარული ბავშვები“

უკრაინელი კაცი, სასოწარკვეთილი მამა, გულამოვარდნილი მიემგზავრება მოსკოვში, რათა თავისი შვილების რუსების ოჯახზე გაშვილება ჩაშალოს...
დაობლებული 12 წლის გოგონა საავადმყოფოში წევს ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობებით და იმედი აქვს, რომ პაპა იპოვის მას რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში. უკრაინელი მოზარდი კითხულობს: „ვინ ვარ მე?“ მას შემდეგ, რაც რუსებმა ტყვეობაში "დაამუშავეს"...
ეს და მსგავსი ისტორიები შთაგონების წყაროა იმ სიმღერებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო ტურნეზე შეასრულებენ კანადელ-უკრაინელი მომღერალი მარიჩკა და 19 წლის ლიზა, რომელიც 2022 წელს მარიუპოლიდან რუსეთში ძალით გადაიყვანეს. მათი ერთობლივი მოგზაურობა 27 იანვარს ლონდონში დაიწყება.
„ხალხმა არ იცის, რას ნიშნავს ომი“, - უთხრა მარიჩკამ რადიო თავისუფლებას. - „ეს არ არის ორი მხარე, რომლებიც უბრალოდ ერთმანეთს ებრძვის. ეს არის ერთი მხარე, რომელიც უკრაინაში მოვიდა და ყველა ამ საშინელ დანაშაულს სჩადის - ათასობით უკრაინელ ბავშვს იტაცებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან“.
უკრაინის პრეზიდენტთან არსებული ბავშვთა საკითხთა საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, რუსეთმა თითქმის 4-წლიანი სრულმასშტაბიანი შეჭრის განმავლობაში 20 000-მდე არასრულწლოვანი გაიტაცა ან იძულებით გაასახლა.
ცნობილი მომღერალი მარიჩკა, რომელიც ისეთ საკონცერტო დარბაზებში გამოსულა, როგორიცაა ნიუ-იორკის კარნეგი ჰოლი და ლონდონის ბარბიკან ცენტრი, ამბობს, რომ ახლა თავის ცხოვრებას ბავშვთა დაცვას უძღვნის.
მისი ერთ-ერთი სიმღერა, „გახსოვდეს, მე მჯერა შენი“, შთაგონებულია რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის რეპორტაჟით, რომელიც ასევე რადიო თავისუფლების მიერ 2023 წელს გატაცებული ბავშვების შესახებ ჩატარებული უფრო ფართო გამოძიების ნაწილია.
ის მოგვითხრობს ევჰენ მეჟევოიზე, რომელსაც ვაჟი და ორი ქალიშვილი წაართვეს მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთის ძალებმა მარიუპოლი დაიკავეს. როდესაც მათთან დაკავშირება მოახერხა, მას შვილმა უთხრა, რომ მათ ხუთ დღეში გააშვილებდნენ, თუ ის მოსკოვში არ ჩავიდოდა მათ წასაყვანად.

„ეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ამბავი იყო“, - თქვა მარიჩკამ და იმედი გამოთქვა, რომ მათ შეხვდება, როდესაც აპრილში ბალტიისპირეთის ქვეყნებს ეწვევა, სადაც ისინი ახლა ცხოვრობენ.
მარიჩკა ამბობს, რომ სიმღერების წერისას, ამჯობინებს, არ შეაწუხოს ოჯახები ელექტრონული ფოსტითა და სატელეფონო ზარებით, რადგან პატივს სცემს მათ პირად სივრცეს და იმას, რომ მათ განკურნება სჭირდებათ.

ბევრი მათგანის შესახებ უკვე დაიწერა მედიაში. კიდევ ერთი სიმღერა, „გამოცანა“, შთაგონებული იყო კირა ობედინსკას ისტორიით. ისიც მარიუპოლელია და 12 წლისა იყო, როდესაც რუსეთის ძალებმა მის ქალაქზე მიიტანეს იერიში. მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით ნახა, როგორ ესროლეს და მოკლეს მამამისი თავიანთი ბინის აივანზე, მან მარიუპოლიდან გაქცევა სცადა და ნაღმის აფეთქების შედეგად დაშავდა.

ერთი თვის განმავლობაში, როცა ის დონეცკის საავადმყოფოში იწვა, მისმა პაპამ გრძელი და რთული გზა გაიარა: პოლონეთიდან თურქეთში, შემდეგ მოსკოვში, შემდეგ კი რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინაში - მრავალი საკონტროლო პუნქტისა და დაკითხვის გავლით.
მარიჩკამ ჩაწერა სიმღერა „გამოცანა“, რომელიც შთაგონებულია ოკუპირებულ უკრაინაში მარტო მყოფი 12 წლის გოგონას ამბით.
„მან თითქმის დაკარგა იმედი, რომ ის [პაპა] შეძლებდა ჩასვლას და მის გადარჩენას“, - თქვა მარიჩკამ. - „ვიცი, რომ ის საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო, როდესაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. და ახლაც კი, ის გამოჯანმრთელების პროცესშია“.

ობედინსკა, რომელიც ჯერ კიდევ ჩვილი იყო, დედა რომ გარდაეცვალა, ამჟამად დასავლეთ უკრაინაში, უჟგოროდში, ბებიასა და პაპასთან ერთად ცხოვრობს.
„ჩემს სიმღერაში პაპა მას გამოცანებს ეუბნება, რათა შეახსენოს, რომ ის ძალიან უყვართ, რომ მას თავისი სახლი აქვს და რომ ყველა ელოდება მას“, - თქვა მარიჩკამ.
კიდევ ერთი სიმღერა, სახელწოდებით "4.5.0.", არის იმედის გზავნილი, დედის იმედისა, რომ კვლავ ნახავს თავის შვილს, რომელიც მოსტაცეს. მარიჩკას თქმით, მაყურებელი ხშირად ტიროდა წარმოდგენების დროს.
„გამოხმაურებაა ღრმა “, - თქვა მან. - „იცით, ეს განცდა, როცა დედა შვილს კარგავს... ეს ყველაფერი ადამიანობას ეხება".
ომის დღიურიმარიჩკა გამუდმებით ეძებს ახალ ისტორიებს, კიდევ უფრო მეტი სიმღერა რომ დაწეროს. სწორედ ამ დროს გაიცნო ლიზა, რომლის გვარს უსაფრთხოების მიზნით არ ვამხელთ და რომელსაც საკუთარი თავგადასავალი აქვს იმის შესახებ, თუ როგორ გადაურჩა ომს და დაპატიმრებას.
ეს ყველაფერი მის დღიურშია აღწერილი.
15 წლის ლიზა მარიუპოლში მეგობრებთან ერთად მუსიკალურ ბენდში მღეროდა. 2022 წლის 21 თებერვალს მან აღფრთოვანებით აღნიშნა: „შეიძლება ჩვენი ჯგუფი ტელევიზიაში მიიწვიონ!“
ის იხსენებს, როგორ გააღვიძა სამი დღის შემდეგ, დილის 4 საათზე, აფეთქებებმა, როდესაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი იერიში დაიწყო. „აივნის ფანჯრები აფეთქების ტალღამ ჩაამსხვრია,“ - უამბო მან რადიო თავისუფლებას ბოლოდროინდელ ინტერვიუში.
დღიურის შემდგომი ჩანაწერები აღწერს ცხოვრებას რუსული ბომბების ქვეშ. მარტში მან დაწერა: „მგონი, ჩემი შეყვარებული დაიღუპა“ და აღწერა ქალაქიდან გაქცევა, „ჩემი გიტარით ზურგზე“.
ლიზამ ჰყვება, რომ რუსი ჯარისკაცები საკონტროლო პუნქტზე ბავშვებს თავიანთი მშობლებისგან აშორებდნენ, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია მეზობლის დახმარებით, რომელიც მათ „გაეპრანჭა". მოგვიანებით, ფილტრაციის ბანაკში მამაკაცი ჯარისკაცები ცდილობდნენ მის გაშიშვლებას, რათა ენახათ, ჰქონდა თუ არა მას ნაცისტური შინაარსის სვირინგები, თუმცა ლიზამ დაჟინებით მოითხოვა, რომ ქალი სამხედრო მოეყვანათ.
მისი ოჯახი რუსეთში მცხოვრებმა დეიდამ მიიღო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ნათესავებს არ სჯეროდათ მარიუპოლში რუსეთის მიერ დაბომბვის შესახებ მათი მონათხრობების.~
როდესაც საბოლოოდ გადაწყვიტეს რუსეთის დატოვება, ნათესავებმა უთხრეს: „თქვენ ჩვენი ოჯახი აღარ ხართ“, - თქვა ლიზამ.
ლიზა ამჟამად გერმანიაში, შტუტგარტში ცხოვრობს და კიევის უნივერსიტეტში დისტანციურად სწავლობს მარკეტინგს. მისი შეყვარებული არ მომკვდარა და წყვილი ისევ ერთადაა.

მან ცოტა ხნის წინ მიიღო ბრიტანეთის ვიზა და მარიჩკასთან ერთად ლონდონში კონცერტზე გამოვა. პროექტში კიდევ ხუთი მუსიკოსი მონაწილეობს.

ლონდონის შემდეგ, ტურნე გრძელდება შოტლანდიაში, ვანკუვერში და ავსტრალიაში WOMAdelaide-ის ფესტივალზე. მოგზაურობა ჰააგაში დასრულდება.

ამ ბოლო თარიღს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჰააგაში ბინა უდევს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), რომელმაც ბრალი წაუყენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მასთან ერთად მარია ლვოვა-ბელოვას, ბავშვთა ომბუდსმენს, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინელი ბავშვების რუსეთში გადაყვანას ხელმძღვანელობდა.
მარიჩკას თქმით, კონცერტი განსაკუთრებული იქნება.
„მართლა, მართლა წარმომიდგენია პუტინი და ლვოვა-ბელოვა იქ და როგორც [გამოუტანენ განაჩენს] ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც მათ ჩაიდინეს. ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადგილას ყოფნა, ლიზასთან ერთად და შოუს მოწყობა, განსაკუთრებით ჰააგაში“, - თქვა მან.
მარიჩკას ჯერ კიდევ ჰაქვს იმედი, რომ პუტინს ჰააგაში ბრალდებულთა სკამზე ნახავდა. თუმცა, ლიზა მის ოპტიმიზმს არ იზიარებდა.
„ის, რისიც მას ყველაზე მეტად ეშინია, ესაა სასჯელი. მე მგონია, ის იპოვის გზას, რომ არ დაისაჯოს,“ - ამბობს ლიზა.

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net