მერცის თქმით, ბერლინისთვის მიუღებელია ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" ამჟამინდელი ფორმა
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა 23 იანვარს თქვა, რომ მზად იქნებოდა შეუერთდეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" ინიციატივას ღაზისთვის, მაგრამ ამჟამინდელი ფორმით მისთვის ეს საბჭო მიუღებელია.
"ფორმა რომლითაც ეს მშვიდობის საბჭო ახლა ყალიბდება - გერმანიაში მის მმართველობის სტრუქტურებს ვერ მივიღებთ, კონსტიტუციური მიზეზებით", თქვა მერცმა რომში, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
"თუმცა, ცხადია მზად ვართ ვიმუშაოთ სხვა ფორმებზე - ახალ ფორმებზე - თანამშრომლობისა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუკი მიზანია იმ ახალი ფორმატების ძიება, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მშვიდობასთან დაგვაახლოებს".
მერცის თქმით, ეს ფორმატები არ იქნება შეზღუდული მხოლოდ ღაზისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებით და შესაძლოა, მაგალითად უკრაინაც მოიცვას.