Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


საგარეო: ტანკერ “ვერონიკაზე” ქართველი მეზღვაურები “ამ დროისთვის” არ არიან. მაშ სად არიან ისინი?

“ამ დროისთვის” - რას არ ამბობს საგარეო საქმეთა სამინისტრო?“აშშ-ის შესაბამისი უწყებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის 15 იანვარს აშშ-ის მიერ კარიბის ზღვაში დაკავებულ ტანკერ „Veronica“-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან” - ეს შეტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან 22 იანვრის დილას, 10:42-ზე მივიღეთ. ამ დროისთვის რადიო თავისუფლებას უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შეირაღებული ძალების სამხრეთის სარდლობის მიერ 15 იანვარს დაკავებულ ტანკერზე მყოფი მეზღვაურებიდან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე ოჯახს წინა ღამით ტელეფონით დაუკავშირდა. ჩვენ მათ შესახებ ინფორმაციის დაზუსტებას 20 იანვრის საღამოდან ვცდილობდით, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, მას შემდეგ რაც მეზღვაურების ოჯახის წევრები დაგვიკავშირდნენ და მოგვაწოდეს ინფორმაცია გაიანის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდზე მყოფი ქართველი მეზღვაურების შესახებ.
რადიო თავისუფლების კითხვა, “ამ დროისთვის” რომ არ იმყოფებიან ეკიპაჟის შემადგენლობაში, ნიშნავს თუ არა იმას, რომ იმყოფებოდნენ ტანკერის დაკავებისას ხომალდზე და შემდეგ გაათავისუფლეს, საგარეო უწყებამ უპასუხოდ დატოვა. გვითხრეს მხოლოდ ის, რომ “საქართველოს მოქალაქეს შეუძლია დაუკავშირდეს საქართველოს შესაბამის საკონსულო სამსახურს საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ საკითხებზე. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პერსონალური მონაცემები არ გაიცემა იმ პირის თანხმობის გარეშე, ვისთან დაკავშირებითაც არის მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა” .
მეზღვაურების ოჯახის წევრებმა, რომლებიც ასევე ცდილობდნენ სახელმწიფო უწყებებისგან ინფორმაციის მიღებას, დახმარება წინა დღეებში ტრანპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციას თხოვეს.


რა ვიცით ტანკერ “ვერონიკაზე”ტანკერი ვერონიკა აშშ-ს მიერ დაკავებული მეექვსე ტანკერია - რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, მისი კაპიტანი რუსეთის მოქალაქეა. დაკავებამდე ტანკერი კარიბის ზღვაში ვენესუელას მოსაზღვრე ქვეყნის, გაიანის დროშის ქვეშ ცურავდა. მას შემდეგ, რაც შტატებმა ვენესუელასთან დაკავშირებული ხომალდების დაკავება დაიწყო, “ვერონიკამ” შეიცვალა როგორც დროშა, ისე სახელი - გემების საძიებო ონლაინ ბაზებში ეს ხომალდი საიდენტიფიკაციო ნომრით [IMO*] 9256860, ახლა უკვე გალილეოს სახელით და რუსული დროშის ქვეშ იძებნება.
ეს არის ხომალდი “ჩრდილოვანი ფლოტიდან”, რომელიც რუსეთთან, ირანთან და ვენესუელასთან ნედლი ნავთობის ვაჭრობაზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენებოდა და დასანქცირებულიც იყო. 2022 წლის აპრილში ის საბერძნეთის სანაპირო დაცვამ კარისტოსის ყურეში დააკავა ირანული ნავთობით დატვირთული - ამ დროს ამ ტანკერს “ლანა” ერქვა. 2026 წლის 15 იანვარს ის ვენესუელასთან კავშირის გამო დააკავეს. სანქციების უკრაინულ პორტალზე მითითებულია, რომ “გალილეო”, რომელიც არა მხოლოდ რუსეთის და ირანის დროშების, არამედ სხვადასხვა დროს ნიდერლანდის სამეფოსა და ლიბერიის დროშებითაც დაცურავდა, ამერიკული სანქციების ქვეშაა. მისთვის დაწესებული აქვს სანქციები დიდ ბრიტანეთს და ევროკავშირსაც.
ესაა 2003 წლის ტანკერი, რომელიც “ჩრდილოვან ფლოტში” შემავალი სხვა ხომალდების მსგავსად, უკვე მოძველებულად ითვლება და არ არის უსაფრთხო როგორც მასზე მომუშავე მეზღვაურებისთვის, ისე გარემოსთვის.
2025 წლის 25 დეკემბრიდან ყოფილი Veronica და ახლა უკვე GALLULEO ეკუთვნის კომპანია „ბურევესტმარინს", რომელიც რუსეთის ქალაქ რიაზანში ნახევარი წლის წინ არის დარეგისტრირებული. კომპანიის მფლობელია ილია ბუგაი - რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმიდან. ბუგაი ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. ის კომპანია „რუსნეფტეხიმტორგის“ გენერალური დირექტორიც არის. ეს კომპანია ნავთობპროდუქტებით ვაჭრობს, მათ შორის, ტანკერებით. ამავე კომპანიას ეკუთვნის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებული კიდევ ერთი ტანკერი, MARINERA/BELLA 1, რომელზეც ასევე იმყოფებოდნენ ქართველი მეზღვაურები და რომლის კაპიტანიც საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კალანდაძე აღმოჩნდა.
რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ტანკერ ვერონიკაზე დასაქმებულ ქართველ მეზღვაურთა ნაწილს ხელშეკრულება 2025 წლის სექტემბრის ბოლოს აქვთ გაფორმებული და მათი დამსაქმებელი კომპანია სეიშელის კუნძულზე რეგისტრირებული კომპანიის [Departier Shiptrade Corp.] მფლობელობაშია.
ტანკერმა ვენესუელას ტერიტორიული წყლები 3 იანვარს, ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დატყვევების შემდეგ დატოვა.
22 იანვრის მონაცემებით, შეერთებულმა შტატებმა ბოლო ერთ თვეში სულ 7 ტანკერი დააკავა - ყველა მათგანი “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილად ითვლება. ვაშინგტონის ოფიციალური პირების განცხადებების მიხედვით, ტანკერების დაკავება სავარაუდოდ გაგრძელდება. 22 იანვარს საფრანგეთმა ხმელთაშუა ზღვაში დააკავა “ჩრდილოვანი ფლოტის” კიდევ ერთი ტანკერი - ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული “ჩრდილოვანი ფლოტის” ევროპული ქვეყანა აკავებს, როგორც სანქციების დამრღვევს.


„ჩრდილოვან ფლოტში“ იგულისხმება ფორმალურად სხვა ქვეყნებში დარეგისტრირებული ხომალდები, რომლებსაც მძიმე სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნები, ძირითადად რუსეთი, ირანი და ვენესუელა სანქციებისთვის თავის ასარიდებლად იყენებს. ასეთი გემები სანქციებისთვის გვერდის ასავლელად შეცდომაში შემყვან მეთოდებს იყენებენ. "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერები ხშირად თავის დასამალად თავს არიდებენ სანდო სადაზღვევო კომპანიებსა და ევროპულ პორტებს, იყენებენ ოფშორულ ქვეყნებში რეგისტირებულ კომპანიებს და მალავენ ნამდვილ მფლობელებს.სად შეიძლება იყვნენ ახლა ქართველი მეზღვაურები?ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრებმა22 იანვრის საღამოსთვის ჯერ კიდევ არ იციან, სად შეიძლება იყვნენ დაკავებული ტანკერის მეზღვაურები - საგარეო საქმეთა სამინისტრო, საზღვაო ტრანსპორტის სამინისტრო და საკრუინგო ორგანიზაცია, რომლებიც მეზღვაურებთან შრომით კონტრაქტებს აფორმებს, ამ კითხვაზე პასუხს არ სცემენ.
CNBC-ის ცნობით, 20 და 21 დეკემბერს ტანკერი გალილეო პუერტო რიკოსთან გამოჩნდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში სანავიგაციო სისტემებიდან გაუჩინარებული იყო.
ამ ცნობას როიტერსიც ადასტურებს და იმოწმებს როგორც თვითმხილველებზე, ისე Tankertrackers.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით. ამავე წყაროს ცნობით, გალილეო სხვა დაკავებული ტანკერებისგან განსხვავებით, ნავთობით დატვირთული არ იყო და შესაძლოა პუერტო რიკოში გაჩერდეს ან აშშ-ს სხვა პორტში გადაიყვანონ. არსებობს ასევე ცნობები, რომ სხვა დაკავებული ტანკერების ნაწილი შოტლანდიის სანაპიროსთან არიან, ნაწილი მექსიკის ყურესთან, ზოგიც კვლავ ვენესუელას ტერიტორიულ წყლებში რჩება.
არც ერთი ეს წყარო არაფერს ამბობს დაკავებულ ტანკერზე მყოფ მეზღვაურებზე. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, გალილეოს, ყოფილი ვერონიკას ბორტზე მყოფ მეზღვაურებს აქვთ იმედი, რომ რამდენიმე დღეში სამშობლოში დაბრუნების უფლებას მიიღებენ.

* IMO ნომერს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია გასცემს როგორც მუდმივ საიდენტიფიკაციო ნომერს, რომელიც გემთან ასოცირდება მისი სიცოცხლის განმავლობაში. გემის სახელისგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება ხშირად შეიცვალოს, IMO უცვლელია. Galileo სხვადასხვა დროს, გარდა ვერონიკასა და ლანასი, სახელად იყენებდა ასევე პეგასს.

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net