Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, ინფორმაცია თავდაპირველად აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრებმა "ორ ქვეყანას შორის მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა და პერსპექტივები" განიხილეს.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მომავალ წელს მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შემდგომი გაფართოების მნიშვნელობას. მათ ასევე განიხილეს "რეგიონში ვაჭრობისა და კომუნიკაციის საკითხები და მიესალმნენ ამ მიმართულებით გაწეულ ძალისხმევას".

"კმაყოფილებით აღნიშნეს აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების საქართველოს გავლით სომხეთში ექსპორტის ტარიფებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების მნიშვნელობას. მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელმძღვანელობას საკითხის დროულად გადაწყვეტისთვის“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრებმა შეაჯამეს განვლილი წელი და განიხილეს ქვეყნებს შორის მიმდინარე სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.

"განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით მიღწეულ პროგრესს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების საქართველოს გავლით სომხეთში ტრანსპორტირების საკითხის სწრაფი გადაწყვეტისთვის.

რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის მნიშვნელობას და საქართველოს მზაობას, თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობაში.

მანამდე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა, რომ სომხეთში აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების საქართველოთი ტრანზიტის ტარიფთან დაკავშირებით საკითხი მოგვარებულია.

პარასკევს, 26 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ჯეიჰუნ ბაირამოვმა თქვა, რომ თავდაპირველად საქართველოს მიერ დასახელებული ტარიფი „მართლაც ძალიან მაღალი“ იყო.

„ამან აზერბაიჯანში კითხვები გააჩინა, რადგან ეს [ტარიფი] არ შეესაბამებოდა არსებულ პრაქტიკას“, - თქვა მან და განაგრძო:

„მოკლე დროში საქართველოს ხელმძღვანელობა ჩაერია საკითხში და საკითხი მოგვარდა. კომპანიებს შორის შედგა შეთანხმება ბაზრის პირობებთან სრულად შესაბამის ტარიფზე“.

აზერბაიჯანული პროსამთავრობო მედიის ცნობით, ბაირამოვმა თქვა, რომ შეთანხმება შედგა საქართველოს რკინიგზასთან.

მანამდე სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს რკინიგზის გავლით ტვირთების ტრანზიტის თავდაპირველი ფასი, რაც საქართველომ დაასახელა, მიიჩნიეს, რომ არის „შედარებით მაღალი“ და „არაკონკურენტული“, თუმცა მოლაპარაკებები კვლავ გრძელდებოდა.

კიდევ უფრო ადრე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანიდან ნავთობპროდუქტების საქართველოს გავლით სომხეთში მიწოდებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემა არსებობდა, რაც თბილისის მიერ დასახელებულ ტარიფს უკავშირდებოდა.

18 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) სომხეთს 22 ცისტერნით 1220 ტონა АИ‑95 მარკის ბენზინი გაუგზავნა. ტვირთი დანიშნულების ადგილას მეორე დღეს ჩავიდა.

დეკემბრის დასაწყისში აზერბაიჯანის მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ „უსაფუძვლოდ მაღალი“ ტარიფი მოითხოვა საწვავის ტრანზიტისთვის.აზერბაიჯანულ პროსამთავრობო მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების გადასაზიდად საქართველომ ერთ ტონაზე „92$-იანი ტარიფი“ მოითხოვა.თბილისში პასუხად განაცხადეს, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის „ერთჯერად იმპორტს“ სახელმწიფო „სრულიად უსასყიდლოდ“ განახორციელებდა.ჯერჯერობით საჯაროდ არ დასახელებულა ტარიფის ის განაკვეთი, რაზეც მხარეები მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ.

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net