"რუსეთი ცდილობს კონტრაქტით აიყვანოს 400 000 ახალი ჯარისკაცი"
სააგენტოს მიხედვით, ხანგრძლივ დაპირისპირებაში ჩართული კრემლი მიმდინარე წელს შეეცდება 400 000-მდე საკონტრაქტო ჯარისკაცის გადაბირებას. სააგენტოს წყაროს ცნობით, რეკრუტირების ფართომასშტაბიანი კამპანია საშუალებას მისცემს კრემლს თავიდან აიცილოს მორიგი მობილიზაცია 2024 წლისთვის დანიშნული პრეზიდენტის არჩევნების წინ.
2022 წლის სექტემბერში გამოცხადებულმა მობილიზაციამ, Bloomberg-ის ცნობით, შეარყია ხელისუფლების ნდოობა და გამოიწვია ქვეყნიდან „დაახლოებით მილიონი რუსის“ გაქცევა.
ვლადიმირ პუტინი ფსონს დებს გაჭიანურებულ ომზე. მისი ვარაუდით, თუ რუსი სამხედროები უახლოეს მომავალში შეძლებენ თავიდან აიცილონ უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ ერთი გარღვევა, ეს შეასუსტებს კიევისადმი დასავლეთის მხარდაჭერას, ნათქვამია სააგენტოს მასალაში.
Bloomberg აღნიშნავს, რომ რუსეთის არმიამ თავისი შეთხელებული რიგების შესავსებად დაიწყო ფართო კამპანია, რომლის მიზანი მომავალ ჯარისკაცებთან გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმრმებაა. რეგიონების ოფიციალურმა პირებმა ასევე მიიღეს გასაწვევთა კვოტები. რუსეთის ხელისუფლება განსაკუთრებულ იმედს ამყარებს საომარი მოქმედებების ვეტერანებსა და სოფლების მოსახლეობაზე.