კონგოში სკოლის მოსწავლეები შტურმით შეიჭრნენ პარლამენტის შენობაში
კონგოს პარლამენტის შენობაში სკოლის ასობით მოსწავლე შეიჭრა. სააგენტო როიტერსის თანახმად ისინი გაფიცული მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატებას მიოთხოვდნენ, რათა მათ შეწვიტონ პროტესტი და დაუბრუნდნენ სკოლას.
„ჩვენ სწავლა გვინდა“, – სკანდირებდნენ კონგოელი მოსწავლეები.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მასწავლებლები ხელფასის გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 4 ოქტომბრიდან გაფიცული არიან,
საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეჭრილ მოსწავლეებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი შეხდა და სახლებში დაუბრუნებისკენ მოუწოდა.
კონგოს მთავრობა ირწმუნება, რომ პედაგოგების გაფიცვის ორგანიზებას ის რელიგიური ჯგუფები უწევენ, რომლებიც დაწყებითი სკოლების უმეტესობას მართავენ.
ადგილობრივი პროფკავშირი მთავრობას მოუწოდებს, ნუ აქცევს სკოლებს პოლიტიკური თამაშების ნაწილად.