Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

უკანონო პატიმრობის ერთი წელი - ვინ და როგორ გაათავისუფლებს ირაკლი ბებუას?

„დედა, როგორ ხართ? ჩემზე არ ინერვიულოთ, მე კარგად ვარ... და ტელეფონი ითიშება“, - ასე იხსენებს, ირაკლი ბებუას დედა, ლალი ფიფია, შვილთან სატელეფონო ლაპარაკს, რომელიც ერთი წელია არ უნახავს. ერთი წელია არ გაუგია მისი ხმაც. ლალი ფიფიას ერთადერთი შვილი, 28 წლის ირაკლი, 2020 წლის 30 სექტემბერს, აფხაზეთის ე.წ. დროშის დაწვის მცდელობის გამო, ოკუპირებულ გალის რაიონში დააკავეს.

ბრალდების თანახმად, ირაკლი ბებუამ გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში გამოკრულ ე.წ.დროშას მაშინ წაუკიდა ცეცხლი, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე „აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავი აღინიშნებოდა. მოგვიანებით კი ამ ბრალდებას კიდევ ერთი ბრალი დაემატა, საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა. ირაკლი ბებუას სახლის ჩხრეკის დროს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ხელნაკეთი ხელყუმბარა РГ-42 აღმოაჩინეს.

გასული წლის დეკემბერში, 28 წლის ირაკლის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გალის საქალაქო სასამართლომ ცხრა წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა. ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფასა და სხვისი ქონების განზრახ განადგურებაში, საბრძოლო მასალის შენახვა მას არ უღიარებია.

ორი თვის წინ, ირაკლის ზარს სოხუმიდან, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს იზოლატორიდან, არავინ ელოდა. ირაკლი სწორედ იქ იხდის სასჯელს:

„ტელეფონმა მოულოდნელად დარეკა. არაერთი თხოვნისა და მცდელობის მიუხედავად, ჩვენ მასთან დალაპარაკება ვერ შევძელით. დაახლოებით ორი თვის წინ კი რეკავს მობილური, ვიღებ ტელეფონს და ჩემი შვილის ხმა მესმის. სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა ეს ლაპარაკი. მითხრა, კარგად ვარო. აბა რას მეტყოდა, იმას ხომ არ მეტყოდა, რომ ცუდადაა და ისედაც განერვიულებულს კიდევ უფრო მეტად შემაშინებდა? ისე გაითიშა ტელეფონი, ვერც ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. ეს იყო და ეს. არც მანამდე და არც მას მერე მისი ხმა არ გამიგია. ერთადერთი შვილი მყავს. თუკი ვერ ახერხებს ქართული მხარე ჩემი შვილის უკანონო პატიმრობიდან დახსნას, მაშინ, მეც იქით გადავალ, დამაკავონ და ჩემ შვილთან ერთად ჩამსვან. სხვა გამოსავალს ვეღარ ვხედავ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლალი ფიფია, რომელიც ამ ერთი წლის განმავლობაში, არ ურთიერთობდა მედიასთან და ელოდა, როდის მოახერხებდა ქართული მხარე მისი შვილის გათავისუფლებას.

სად არის "ქმედითი ნაბიჯები"?

ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრების სტრატეგია ერთი წლის თავზე, მას შემდეგ შეიცვალა, რაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დაპირებების მიუხედავად, ირაკლის გათავისუფლება ვერ მოხერხდა.

„ქმედითი ნაბიჯები, ქმედითი ნაბიჯები, სად არის ეს ქმედითი ნაბიჯები?“ - ირაკლი ბებუას ბიძა, ელგუჯა ბებუა უკვე ორი თვეა, ირაკლის დედასთან ერთად ითხოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრტთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას. „თუმცა, ამ შეხვედრას არა და არ დაადგა საშველი“, - გვეუბნება ირაკლის ბიძა.

პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, 30 სექტემბერს, ელგუჯა ბებუას, ირაკლის დედასა და ბიძაშვილს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი შეხვდა. მისგან მიიღეს პირობა ირაკლის ოჯახის წევრებმა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მათ ოქტომბერში შეხვდება:

„რა თქმა უნდა, ირაკლის იქ ყოფნა, პირველ რიგში, მთავრობას არ აწყობს, მაგრამ ხომ უნდა იაქტიურონ, რომ შედეგი დადგეს? რომ არ ჩანს მათი ქმედითი ნაბიჯები? ჩვენ რომ ვერ ვხედავთ? იქნებ რამეს აკეთებენ? ჩვენც ხომ უნდა გვითხრან? ჩვენ ერთი წელი ველოდეთ მათ. ბატონ დარჩიაშვილს სწორედ ეს ვუთხარით დღეს. ერთი წელი გელოდეთ, ხმა არ ამოგვიღია, თქვენს საწინააღმდეგოდ ერთი კომენტარიც კი არ გაგვიკეთებია და ამ ერთი წლის განმავლობაში, ვერანაირ კონკრეტულ ინფორმაციას რომ ვერ აწვდი ოჯახს, ე.ი. არ ხარ ქმედითუნარიანი, ასე გამოდის, ხომ?“, - გვეუბნება ელგუჯა ბებუა.

30 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მისულ ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებს ჰკითხეს, „რატომ გიჩნდებათ განცდა, რომ არაფერი კეთდება?“- ამ კითხვას პასუხი თამარ ბებუამ, ირაკლის ბიძაშვილმა გასცა:

„პირველ რიგში იმიტომ, რომ შედეგი არ ჩანს და მეორე, საქმის კურსში არ აყენებენ ოჯახს, რა კეთდება. ერთი წლის განმავლობაში, შაბლონური ფრაზის მოსმენა, რომ ყველაფერი კეთდება, ეს, რა თქმა უნდა, უნდობლობას აჩენს. როდესაც ერთი წლის თავზე ისევ იქ ხარ, სადაც ერთი წლის წინ იდექი, სხვას რას უნდა ნიშნავდეს? შესაბამისად, ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია - იმიტომ გვაქვს უნდობლობა, რომ შედეგი არ გვაქვს და არავინ გვყავს ისეთი, ვინც ეტაპობრივად მაინც მოგვაწვდის ინფორმაციას, რა კეთდება ირაკლის გასათავისუფლებად. დღესაც შაბლონური ფრაზები მოვისმინეთ, რომ ყველაფერი კეთდება, რომ გულთან ახლოს მიაქვთ ჩვენი ამბავი და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ირაკლი გათავისუფლდეს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხვდებით, რას ნიშნავს ეს ფრაზა „ყველაფერი კეთდება“.

როგორც თამარ ბებუა ეუბნება რადიო თავისუფლებას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ, მას შემდეგ შეწყვიტა მასთან კომუნიკაცია, რაც ირაკლის ოჯახმა ორი თვის წინ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვა:

„ამ ერთი წლის განმავლობაში, ბატონი ირაკლი ანთაძე გვაყენებდა საქმის კურსში ხელისუფლების ნაბიჯების შესახებ. განსაკუთრებით თავიდან. გვაწვდიდნენ ინფორმაციას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები იყვნენ ჩართულნი პროცესში; გვაყენებდა ხოლმე საქმის კურსში, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ირაკლის დაკავება იქნებოდა ერთ-ერთი განსახილველი თემა. თუმცა, ბოლო თვეების განმავლობაში, მათი მხრიდან აქტიურობა შეწყდა და მხოლოდ მე ვახსენებდი მათ თავს. ბოლოს უკვე მოვითხოვეთ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა, რათა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეღო. ირაკლი ანთაძის პასუხი იყო, რომ ჩვენი მოთხოვნა გადაეცა შესაბამის სამსახურებს და პასუხს შეგვატყობინებდნენ. ერთი კვირის შემდეგ კვლავ დავუკავშირდი ირაკლი ანთაძეს, თუმცა, მიპასუხა, რომ ბატონი ღარიბაშვილი ძალიან დაკავებულია და ჩვენთან შეხვედრას ვერ მოახერხებდა. ანალოგიური პასუხი მივიღე ერთი თვის თავზეც და სწორედ მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ დუმილს აზრი აღარ აქვს და მოვიდა დრო, ხმამაღლა ვილაპარაკოთ ჩვენს ერთადერთ მოთხოვნაზე, ირაკლის გათავისუფლებაზე“.

ზოგადი დაპირებები

ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებმა პერმანენტული აქციები დააანონსეს. 28 სექტემბერს საპროტესტო აქცია გამართეს მთავრობის კანცელარიასთან და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. საპროტესტო აქცია, ანალოგიური მოთხოვნით, მათ 30 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტთანაც გამართეს.

პარლამენტის წინ აქციის პარალელურად, რადიო თავისუფლება, პარლამენტის შენობაში, საკუთარ კაბინეტში ელაპარაკა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს და რამდენიმე კითხვა დაუსვა მიხეილ ბებუას საქმესა და მისი გათავისუფლების პერსპექტივის თაობაზე. მიხეილ სარჯველაძის პასუხი, შეიძლება ითქვას, რომ იყო უკიდეგანოდ ზოგადი:

„რასაკვირველია, ეს არის ძალზედ დრამატული შემთხვევა იმ თვალსაზრისით, რომ ეს ადამიანი აბსოლუტურად უკანონოდაა დაკავებული, თუმცა, თქვენც ხომ ხვდებით, რომ ეს არის პრობლემა, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა განვიხილოთ კოლერაციაში ოკუპაციის იმ სინდრომთან, რომელიც არის საქართველოში. შესაბამისად, ეს არის მოცემულობა, რომელიც ყველას, მარტო საქართველოს ხელისუფლებას არა, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობას ზღუდავს, რა თქმა უნდა, იმ მექანიზმის გამოყენებაში, რომელიც არ ვიცი, თუნდაც, შესაძლოა ფიზიკურ ჩარევას გულისხმობდეს და ა.შ. ჩვენი მთავარი ინსტრუმენტი, ეს არის მაქსიმალური ძალისხმევა, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება, გარკვეული წინაღობების შექმნა რუსეთისთვის, რომ ხელი აიღოს იმ განზრახვაზე, რაც ზოგადად ოკუპაციას და კონკრეტულ შემთვევაში, ცალკეული ადამიანების უფლებების უხეშ, დრამატულ დარღვევებს გულისხმობს. ჩვენ ამ გზით სიარული მუხლჩაუხრელად უნდა გავაგრძელოთ და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს სწრაფად მოიტანს შედეგს. ასეთია ამ წუთას განწყობა და დამოკიდებულება. ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, რომ აღკვეთილ იქნას ის უკანონო მდგომარეობა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ირაკლი ბებუას წინააღმდეგ არსებობს. ჩვენ მოგვიწევს სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატის გამოყენება საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მაღალი იყოს ზეწოლა რუსეთზე“.

როდესაც ლაპარაკია საერთაშორისო პლატფორმისა თუ ფორმატის გამოყენებაზე, ელგუჯა ბებუა, ირაკლის ბიძა, გულისტკივილით აღნიშნავს, რომ 25 სექტემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, ოკუპაციაზე საუბრისას, არ ახსენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეები და მათ შორის ირაკლი ბებუაც:

„მთელი მსოფლიო უყურებდა. ბორდერიზაციაზე ლაპარაკისას, უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების საკითხი ერთხელ მაინც წამოეწია. მთელი მსოფლიო გაიგებდა ამას. ერთხელ მაინც ეხსენებინა“.

30 სექტემბერს, რადიო თავისუფლებამ გადატვირთული გრაფიკის გამო, ვერ მოახერხა გასაუბრება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანთან. ირაკლი ბებუას ოჯახი ამბობს, რომ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, თეა ახვლედიანს მათთან რამდენჯერმე ჰქონდა კომუნიკაცია.

ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა, სადაც თეა ახვლედიანმა ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხზე ისაუბრა, 25 სექტემბერს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში გაერო-ს წარმომადგენელთან ჯიჰან სულთანოღლუსთან შედგა. მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრისას თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის პროცესზე და უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ირაკლი ბებუას გათავისუფლების აუცილებლობაზე.

მანამდე, აგვისტოს დასაწყისში, თეა ახვლედიანმა, უწყების სტრატეგიის პრეზენტაციისას, განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში რჩება ორი მოქალაქე - ირაკლი ბებუა და გენადი ბესტაევი.

„რწმენას გამოვთქვამ, რომ მათი გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში ისევე გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორც ეს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ზაზა გახელაძის შემთხვევაში“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

თუმცა, მის ამ განცხადებას, ფაქტობრივად, ორ დღეში გამოეხმაურა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა, კერძოდ, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო და განაცხადა: „საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა აფხაზეთში გასამართლებულია ჩადენილი დანაშაულის გამო და სასჯელს იხდის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად...ვადამდე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება“.

ერთ-ერთი მთავარი დარდი, რაც ახლა ირაკლი ბებუას დედას აქვს, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ირაკლის ქრონიკული დაავადებები აწუხებს, რაც მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობას ითვალისწინებს. ოთხი წლის წინ, ირაკლი გალში, 82 წლის ბებიის მოსავლელად ჩავიდა, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის და საჭირო საბუთების უქონლობის გამო კი უკან, თბილისში დაბრუნება ვეღარ მოახერხა და იქ დარჩა. როგორც ირაკლი ოჯახის წევრები ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ გალში ყოფნისას გართულდა, რადგან შესაბამის მკურნალობას ვეღარ გადიოდა. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა, ამის თაობაზე, ირაკლის დედას პასუხი არ აქვს:

„ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ბოლოს დაახლოებით ორი თვის წინ მივიღეთ. წითელი ჯვრის დახმარებით შევიდა მასთან ექიმი. მაშინ შეგვატყობინეს, რომ ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია მისი ქრონიკული დაავადებების გამო. სულ ესაა, რაც ვიცით“.

სახალხო დამცველის როლი ირაკლი ბებუას საქმეში

ირაკლი ბებუას ოჯახი სახალხო დამცველსაც მიმართავს თხოვნით და მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებს. ირაკლის ბიძაშვილი, თამარ ბებუა ამბობს, რომ სახალხო დამცველმა ირაკლის დაკავების მიმართ ინტერესი მხოლოდ გასულ წელს, ინცინდენტის პირველ დღეებში გამოხატა, როდესაც ის ოჯახს ესაუბრა. თამუნას თქმით, მას შემდეგ, სახალხო დამცველის ოფისიდან ოჯახს არანაირი ინფორმაცია აღარ მიუღია.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რა ნაბიჯები გადადგა სახალხო დამცველმა ირაკლი ბებუას გათავისუფლების პროცესში საკუთარი წვლილის შესატანად და ელაპარაკა სახალხო დამცველის მთავარ მრჩეველს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხებში, მერი კოჭლამაზაშვილს.

როგორც მერი კოჭლამაზაშვილი გვიხსნის, სახალხო დამცველის ოფისმა ირაკლი ბებუას გათავისუფლებაში მონაწილეობის თვალსაზრისით ყველა ის ღონისძიება გაატარა, რაც სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში ჯდება:

„სახალხო დამცველის აპარატის მანდატიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია თუ სხვა უწყებებთან კომუნიკაცია, რომ საქართველოს მთავრობამ მოახდინოს დე ფაქტო რეჟიმზე ზეწოლა, რომ მოხდეს უკანონოდ დაკავებული პირების დროული გათავისუფლება. ამას გარდა, სახალხო დამცველი ირაკლი ბებუას და სხვა მსგავს უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით, ხაზგასმით აღნიშნავს როგორც წლიურ, ისე სპეციალურ ანგარიშებში და მიმართავს მთავრობას მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ“.

სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა - ზეწოლა ხელისუფლებაზე

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ 30 სექტემბერს საგანგებო განცხადება გაავრცელა და საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური და სამართლებრივი მექანიზმი, ირაკლი ბებუას უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი, უჩა ნანუაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ერთი წელი საკმარისი დრო იყო იმისათვის, რათა ქართულ მხარეს ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხში გარკვეული წარმატებისთვის მიეღწია, თუმცა, მისი თქმით, როგორც ჩანს, ხელისუფლებას დღემდე არ აქვს მისი გათავისუფლების კონკრეტული გეგმა. სწორედ ამიტომ, ის მიიჩნევს, რომ დღეს საზოგადოების მობილიზება და ჩართულობა და ამით ხელისუფლებაზე გარკვეული ზეწოლის მოხდენა, უკიდურესად მნიშვნელოვანია:

„ხელისუფლება დაკავებულია სხვა პოლიტიკური თემებით. ჩვენ ვიწყებთ ერთგვარ კამპანიას, ვავრცელებთ განცხადებას და ვცდილობთ ამ თემის მაქსიმალურად წამოწევას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების ჩართვას. ჩვენ ასევე გვაქვს კომუნიკაცია აფხაზურ სამოქალაქო საზოგადოებასთან. ვაპირებთ მათ უკეთ ინფორმირებას და ჩართვას ამ პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ ირაკლის ჰყავდეს ადვოკატიც, რომელიც იქნება ოჯახთან დამაკავშირებელი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი პირობების დაკვირვებისათვის იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ საზოგადოების აქტიურობაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ხელისუფლებას სჭირდება შეხსენება, რომ მისი ვალდებულებაა საკუთარი მოქალაქის გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან“.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, ირაკლი ბებუას პატიმრობას და სასტიკად დასჯას, დღემდე ლობირებენ ადგილობრივი რადიკალური ჯგუფები. მათი ცნობით, მიმდინარე წლის 7 ივნისს, გალის კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ ბებუა მოედანზე საჯაროდ უნდა დაეხვრიტათ. ყოფილა დე ფაქტო შს მინისტრმა, ასლან კობახიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მე ადგილზე დავხვრეტდი, გალელებმა ლინჩის წესით უნდა გაასამართლოთ“...

ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატიმრობის ფასი კარგად ახსოვს ექიმ-ტრავმატოლოგ ვაჟა გაფრინდაშვილს. ის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2019 წლის 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმი მალევე გაასამართლა დე ფაქტო რესპუბლიკის „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) სასამართლომ და ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის მიუსაჯა პატიმრობა ერთი წლითა და ცხრა თვით. თუმცა, ოჯახის წევრების, სამოქალაქო და საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობითა და მონაწილეობით, 2019 წლის 28 დეკემბერს მისი საპატიმროდან გათავისუფლება მოხერხდა.

დღეს ვაჟა გაფრინდაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ირაკლი ბებუას გათავისუფლება როგორც ხელისუფლების, ისე მთლიანად, საზოგადოების ხელშია:

„ჩემს საქმეში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ხელისუფლების აქტიურობამ, მაგრამ მთავარი მაინც იყო საზოგადოების აქტიურობა. საზოგადოება ჩემს ოჯახს დაუდგა გვერდში და მათი აქტიურობის შედეგად მოხერხდა ჩემი გათავისუფლება. ახლა უკვე მე მოვუწოდებ ჩვენს საზოგადოებას, ყველას, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება, ნუ დავტოვებთ ამ ოჯახს მარტოს რუს ოკუპანტთან ბრძოლაში, გვერდში დავუდგეთ ყველანი. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ საქართველო ვერ განვითარდება, ვერ წავა წინ, სანამ ყველასთვის საერთო პრობლემა არ გადაიჭრება - ოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების საკითხი“.

ირაკლი ბებუა ხუთი თვის იყო, როცა 1993 წლის 30 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მესამე დღეს, მშობლებმა გალიდან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს. რამდენიმე თვე ოჯახმა დუშეთში, პანსიონატში გაატარა. მას შემდეგ ისინი თბილისში ცხოვრობენ.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

«Северная красота» пусков Плесецка



Здоровье

Бизнес-эксперт Екатерина Паршина дала 3 совета, как не стать самодуром в компании




Українські новини

Виставку «Світ Велетнів» в парку Боздош (м.Ужгород) продовжено до 30.06.2024 року



Новости 24 часа

"Возрождение интереса к народному искусству и ремеслам в современном мире"



Game News

В App Store и Google Play появилась игра The Seven Deadly Sins: IDLE от Netmarble



Москва

Воскресшего Иисуса могут дополнительно установить в церквях, вместо черепа.



News Every Day

Boeing passenger ‘DIES in horror turbulence’ on flight from London sparking emergency landing in latest airline tragedy



Настроение

Принцеса на горошине.



Москва

День славянской письменности и культуры отметят в Лобне 24 мая



Баста

Жена рэпера Басты опубликовала фото в купальнике



Москва

Нижегородский «Аптекарский огород» хотят сделать на месте Ботанического сада



Новак Джокович

Новаку Джоковичу исполнилось 37 лет в Швейцарии | Виды спорта



Москва

НАЛОГИ С ЗАРПЛАТ И НДС МОГУТ ОТМЕНИТЬ?! Государственная Дума и Правительство РФ оптимизируют налоги.



Выставка

Один «квадрат» и «бублик». Выставка АРХ Москва открылась в Москве



Симферополь

«Дефицитный продукт». В Севастополе малогабаритки стали дороже, Симферополь продемонстировал падение стоимости квадрата



Москва

Воскресшего Иисуса могут дополнительно установить в церквях, вместо черепа.



Москва

Собянин пригласил москвичей и гостей столицы на фестиваль «Рыбная неделя»



Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о ключевой роли МСП в экономике страны



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Анализ российского рынка одноразовой биоразлагаемой посуды: итоги 2023 г., прогноз до 2027 г.





Путин в России и мире
Москва

Кадыров пригласил Путина посетить Чечню


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

БелТА: Путин обсудит с Лукашенко связи Москвы и Минска, а также внешнюю политику




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский пожаловался, что западная помощь опаздывает


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Аранжировка

Аранжировка Песен. Аранжировка Музыки. Создание Аранжировок.



Москва

День славянской письменности и культуры отметят в Лобне 24 мая

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net