ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის სახელით ევროპის ჩემპიონი გახდა
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა. 2016 და 2017 წლებში ტიტული საქართველოს სახელით მოიპოვა. ამჯერად კი მისი წარმატებით სერბებმა იხეირეს. ვარშავაში მიმდინარე ევროპირველობის ფინალში დათუნაშვილმა ბელარუსი კირილ მასკევიჩი დაამარცხა.
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის ნაკრებში 2020 წლის დასაწყისში გადავიდა, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ გეგეშიძესთან დაპირისპირების გამო. 2019 წლის 11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, გეგეშიძემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.