Мы в Telegram
Добавить новость
World News in Georgian





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

„მე თხოვნებს ვღებულობ მარტო!!!“ - ვინ დაურეკა ხიდაშელს და რა მოხდა შემდეგ

"კარტოგრაფების საქმის“ ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ პროკურატურისთვის 25 აგვისტოს მიცემული ჩვენება მნიშვნელოვნად განსხვავდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისთვის 13 ოქტომბერს მიცემული ინტერვიუს შინაარსისგან. ხიდაშელი ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის გადაცემული ყველაზე სადავო და ხმაურიანი რუკა რუსეთში იქნა მოძიებული, მაგრამ სატელევიზიო ეთერში განსხვავებულად ჰყვება საგანგებო მისიის დაკისრების, რუკების ძებნა-ძიების პროცესის, ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტისა თუ ბეჟან მაისურაძის როლთან დაკავშირებულ დეტალებს.

თხოვნის შესრულება

„2019 წლის ოქტომბერში ჩემმა მეგობარმა ბეჟან მაისურაძემ მთხოვა, რომ დავხმარებოდი 1936-1938 წლებში გამოშვებული რუკების გამოძიებაში, რადგან ასეთი რუკები საქართველოში არ იძებნებოდა...

ბეჟან მაისურაძემ მთხოვა, რომ დავხმარებოდი მას და საქართველოსთვის ზემოთხსენებული პერიოდის რუკები მომეძებნა და გადამეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის, რადგან სამსახურებრივად ეს სამინისტრო ამ რუკებს საჭიროებდა“ - ეს არის ფრაგმენტი დავით ხიდაშელის მიერ საქართველოს პროკურატურისთვის 25 აგვისტოს მიცემული ჩვენებიდან.

თუმცა უკვე 13 ოქტომბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში იმავე დავით ხიდაშელმა განაცხადა, რომ რუკების მოძიების თხოვნა მოდიოდა არა ბეჟან მაისურაძისგან, არამედ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისგან, რომელსაც პირველად 2017 წელს შეხვდა და მას შემდეგ ერთმანეთთან მხოლოდ დაბადების დღის მილოცვები აკავშირებდათ - „2019 წლის სექტემბერში დამირეკა... მან მთხოვა დახმარება, რომ მომეძიებინა რაღაც რუკა“.

ხიდაშელი ასევე ამბობს, რომ ივანიშვილმა ის დეტალებისთვის თავდაცვის მინისტრთან გადაამისამართა.

რაც შეეხება ბეჟან მაისურაძეს, დავით ხიდაშელმა ინტერვიუს სხვადასხვა ფრაგმენტში ის მეზობლად, ამხანაგად თუ მეგობრად მოიხსენია და ისიც თქვა, რომ მაისურაძე ამ საქმეში მხოლოდ „კურიერის“ ფუნქციას ასრულებდა - უნდა გამოერთმია რუკები და სხვა მასალები თავდაცვის მინისტრისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის და დავით ხიდაშელისთვის უნდა გაეგზავნა.

თუმცა ბეჟან მაისურაძე მხოლოდ კურიერი რომ არ იყო, გამოძიებისთვის 25 აგვისტოს მიცემული ჩვენების რამდენიმე ფრაგმენტშიც ჩანს. კერძოდ:

დავით ხიდაშელი დაკავებულ ივერ მელაშვილთან შეხვედრის ერთ-ერთი ეპიზოდის აღწერისას წერს: „ეს შეხვედრა შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, 2020 წლის 30 ივლისს და მე, ბეჟან მაისურაძესთან ერთად (სადელიმიტაციო-სადემარკაციო) კომისიის თავმჯდომარის ლაშა დარსალიას მიერ მიწვეული ვიყავი როგორც სპეციალისტი“.

დავით ხიდაშელის ჩვენების თანახმად, ბეჟან მაისურაძე ასევე ესწრებოდა 2020 წლის 1 აგვისტოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრასაც;

ბეჟან მაისურაძეს ხიდაშელი ახსენებს ჩვენების იმ ფრაგმენტშიც, სადაც რუსეთში მოპოვებულ მასალებთან უანგარო მიდგომაზე ლაპარაკობს - „მე და ბეჟან მაისურაძემ 2020 წლის აპრილსა და ივლისის თვეებში სრულიად უსასყიდლოდ გადავეცით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს როგორც საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად ვართ, შესაძლებლობიდან გამომდინარე, წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში“.

ვინ არის ბეჟან მაისურაძე?

ვინ არის ბეჟან მაისურაძე და არის თუ არა ის უშიშროების ყოფილი მინისტრის, ამჟამად კრემლის იდეოლოგიის გამტარებლის, იგორ გიორგაძის პარტნიორი?

ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხის მოძიება ინტერნეტში განთავსებულ არაერთ რუსულენოვან ვებსაიტზეა შესაძლებელი.

ბეჟან მაისურაძე იგორ გიორგაძესთან ერთად არის მოხსენიებული ფონდ „თანამემამულეების“ ("СООТЕЧЕСТВЕННИКИ") თანადამფუძნებლად. იქვე ნათქვამია, რომ დღემდე მოქმედი ფონდი ქართველი და რუსი ეროვნების მოქალაქეების სულიერ-ისტორიული და ნაციონალურ-კულტურული ტრადიციების აღორძინებას ისახავს მიზნად.

ბეჟან მაისურაძესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას დავით ხიდაშელმა სატელევიზიო ეთერში პასუხი არ გასცა - თქვა, რომ არ იცის, რადგან ამ საკითხის გადასამოწმებლად მაისურაძეს ჯერ არ შეხვედრია;

თუმცა, ასეც რომ იყოს, დავით ხიდაშელი ამბობს, რომ - „აბსოლუტურად არ მაინტერესებს, გინდა გიორგაძესთან ჰქონდეს კავშირი, გინდა იმასთან...ვთხოვე მეზობელს, მიდი, გამოართვი რუკები და მომიტანე“.

ეს საკითხი საინტერესო ხდება, თუკი სახელმწიფო სტრუქტურიდან სახელმწიფო დოკუმენტაცია იგორ გიორგაძის პარტნიორს უპრობლემოდ გაატანეს. ბოლო დროს გაჩაღებული მწვავე დისკუსიის ერთ-ერთ უმთავრეს თემას სწორედ რუსეთის შესაძლო გავლენები წარმოადგენს.

რადგან ხიდაშელმა ექსკლუზიური ინტერვიუ „რუსთავი 2“-ს მისცა, ხოლო დანარჩენ მედიასაშუალებებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, 14 ოქტომბერს მას მოკლე ტექსტური შეტყობინებით რამდენიმე კითხვით მივმართეთ. ბეჟან მაისურაძესთან დაკავშირებით გვიპასუხა, რომ ჯერ ისევ არაფერი გაურკვევია და „მალე“ შეხვდება მას.

ხიდაშელმა არ გვიპასუხა შეკითხვაზე, რომელიც შეეხებოდა თვალნათელ განსხვავებას მიცემული ჩვენებისა და სატელევიზიო ინტერვიუს შინაარსებს შორის - „რომელია მართალი?“.

„მე თხოვნებს ვღებულობ მარტო!!!“ - ასეთი პასუხი კი ბიზნესმენისგან მივიღეთ ჩვენს მიერ გაგზავნილ შეკითხვაზე, რომელშიც რუკების მოძიებასთან დაკავშირებით გამოყენებული გვქონდა სიტყვები - „დავალების მიღება“.

ხიდაშელის სტატუსი და ნდობა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში დავით ხიდაშელმა თქვა, რომ დაკარგულ რუკებს, მათ შორის - რუსეთშიც, ყველანაირი სტატუსის გარეშე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, ისე ეძებდა. შემდეგ „როსრეესტრში“ მოძიებული რუკების კვლევა რუსეთშივე, „როსკარტოგრაფიას“ დაუკვეთა.

ჩვენებაში, კვლევის შემსრულებლად მოხსენიებულია ს.ს. „სივრცული მონაცემებისა და სერვისების ოპერატორი“, რომელმაც, თავის მხრივ, ხელშეკრულება გააფორმა „ურალგეოინფორმთან“ სადაც მიზანი, ისევ ჩვენების მიხედვით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 1938 და 1978 წლებში, ისტორიულად არსებული სახელმწიფო სასაზღვრო ზოლის შედარება და ციფრული თემატური რუკების შექმნა იყო. სავარაუდოდ, სწორედ რუსეთში ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა მელაშვილისთვის და ილიჩოვასთავის წაყენებული ბრალიც - საქართველოს მიწების დათმობასთან დაკავშირებით.

ამასთან, გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ საგარეო უწყება დავით ხიდაშელს რიგით მოქალაქედ არ აღიქვამდა და მას მიწვეული „სპეციალისტის“ სტატუსით მოქმედების საშუალებას აძლევდა. ხიდაშელს შეეძლო, მაგალითად:

კონკრეტული რუკების არგამოყენების თემაზე შეკითხვები დაესვა კომისიის წევრებისთვის და დისკუსიაში შესულიყო მათთან;

გამოეთქვა საკუთარი აზრი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ან არ უნდა მოქცეულიყო კომისია.

სატელევიზიო ინტერვიუში დავით ხიდაშელმა თქვა, რომ რუკების მოძიების პროცესში ის შემთხვევითი ფიგურა არ იყო, რადგან სამსახურეობრივად მას სხვადასხვა დროს ასეულობით სხვადასხვა რუკა აქვს მოძიებული და ზუსტად იცის - რა სად და როგორ უნდა ეძებოს.

დავით ხიდაშელი ამბობს, რომ არაერთი ბიზნესის მფლობელია და სხვა საქმიანობასთან ერთად, ის ამჟამად ბერძნულ კომპანია INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც არის.

თუმცა მის ბიოგრაფიაშია ასევე 7-წლიანი მუშაობს გამოცდილება (2007-2014) რუსეთის მსხვილი კორპორაციის - АФК “Система”-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოსტზე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ კორპორაციას რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და ხელმძღვანელი პირებიც მათი მეთვალყურეობით ინიშნებიან.

ხიდაშელმა სატელევიზიო ინტერვიუში უარყო, რომ “Система” დაახლოებული იყო რუსეთის ხელისუფლებასთან და თქვა, რომ ამაზე კომპანიის შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირებაც მეტყველებს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ 7 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით ხიდაშელმა კარტოგრაფიული მასალის მოპოვება "რუსეთში საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით" შეძლო. სპეცსამსახურების ჩარევა ხიდაშელმა კატეგორიულად უარყო 13 ოქტომბრის სატელევიზიო ინტერვიუში.

რას ეფუძნებოდა დავით ხიდაშელისადმი ნდობა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან? ხომ არ იყო სარისკო მნიშვნელოვანი სახელმწიფო დოკუმენტების პრაქტიკულად უცხო პირისთვის გადაცემა, რომელსაც რამდენიმე ათეული წელია არ უცხოვრია საქართველოში?

ეს შეკითხვები მედიის წარმომადგენლებმა 14 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს ლაშა დარსალიასაც - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარეს.

მან თქვა, რომ ნდობას დავით ხიდაშელის მიერ მოძიებული მასალები იმსახურებდა, წინასწარი შეფასებები საიმედოა და სწორედ ამ მასალებით მოხდება მოლაპარაკებების გაგრძელება აზერბაიჯანულ მხარესთან.

დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან ჩამოტანილი 1:200 000-იანი მასშტაბის რუკა სადელიმიტაციო კომისიის წევრებისთვის აქამდეც კარგად ნაცნობი, დაუმოწმებელი რუკის იდენტურია და მას არანაირი სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.

გამოკითხვის ოქმებით ასევე დგინდება, რომ კომისიის წევრებმა სხვადასხვა დროს განხილეს და არადამაკმაყოფილებლად ჩათვალეს 1:200 000-იანი რუკის შინაარსობრივი და ტექნიკური მახასიათებლები.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Байкеры Архангельска открыли мотосезон



VIP

Состоялась Байкальская театральная школа в Бурятии: Россия и Культура, Дети






Новости 24 часа

Страдания юного Аюша Булчун



Game News

RPG Battle of Souls доступна в Google Play 2 стран



Москва

Урок мужества о ставропольцах — участниках первого парада Победы прошёл в СтГАУ



News Every Day

Gunmen open fire and kill 4 people, including 3 foreigners, in Afghanistan's central Bamyan province



Авто

Фикс-тариф будет доступен всем пользователям BelkaCar



Москва

Подмосковная «Единая Россия» присоединилась к акции «Лес будущего», посвященной героям ВОВ



Булат Окуджава

Тагильский художник Александр Иванов создал металлическую скульптуру Булата Окуджавы в честь 100-летия поэта   



Москва

Воронежский «Факел» уступил в Москве «Локомотиву»



WTA

Шнайдер вышла в финал турнира WTA-125 в Париже, обыграв Грачёву



Москва

Бурятский театр «Ульгэр» показал на выставке «Театральная весна» кукольный постановку: Россия, Дети, нацпроект Культура



Арцах

Армяне России поддерживают движение «Тавуш во имя Родины»



Симферополь

В Улан-Улан-Удэ пройдет летний дэгэлфлешмоб, организованный театром Бурдрамомы: Россия, Театр и Культура, Дети



Москва

Бурятский театр «Ульгэр» показал на выставке «Театральная весна» кукольный постановку: Россия, Дети, нацпроект Культура



Москва

Сергей Собянин рассказал о развитии района Зябликово



Москва

Бурятский театр «Ульгэр» показал на выставке «Театральная весна» кукольный постановку: Россия, Дети, нацпроект Культура



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Выставка о возобновляемой энергии открылась в метро





Путин в России и мире
Москва

Сбер представил проект СберСити на ЭКСПО в Харбине


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Человек эпохи наваждения. Год юбилеев Александра Лукашенко




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Независимая политика Венгрии привела в ярость США


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Игорь Бутман

Игорь Бутман об Ирине Отиевой: “Жаль, что человека нету”



Москва

Подмосковная «Единая Россия» присоединилась к акции «Лес будущего», посвященной героям ВОВ

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net