რუსეთი ათ ამერიკელ დიპლომატს აძევებს ქვეყნიდან
რუსეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა მოსკოვში აშშ-ის საელჩოს ათი თანამშრომელი. ნოტა ამის თაობაზე აშშ-ის ელჩის მოადგილეს, ბარტ ბორმანს გადასცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. შესაბამისმა პირებმა რუსეთი უნდა დაიტოვონ 21 მაისამდე, იტყობინება სამინისტროს თავის საიტზე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ზომას უწოდა საპასუხო ნაბიჯი „ამერიკული მხარის მტრული მოქმედების მიმართ ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს და ნიუ -იორკში გენერალური საკონსულოს რიგი თანამშრომლების მიმართ, რომლებიც უსაფუძვლოდ გამოაცხადეს არასასურველ პირებად“. Читать дальше...