ისრაელმა საპასუხო სარაკეტო იერიში მიიტანა ღაზის სექტორზე
მანამდე რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლს ცენტრალურ ისრაელში და დაშავდა, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი.
ისრაელის არმია არაფერს იტყობინება ოპერაციის დეტალებზე, მაგრამ პალესტინელი თვითმხილველები აცხადებენ, რომ გაისმა ორი ძლიერი აფეთქების ხმა ჩრდილოეთ ღაზაში და ისრაელის ორი უპილოტო თვითმფრინავი დატრიალებდა ქალაქ ღაზას.
მანამდე ისრაელის სამხედრო წარმომადგენლებმა „ჰამასი“ დაადანაშაულეს სარაკეტო თავდასხმაში. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაუმ ვაშინგტონში ვიზიტისას გამოაცხადა, რომ ისრაელი „ამას არ მოითმენს“.