პუტინი ბიბილოვს მიიღებს
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში იმყოფება.
დღეს ბიბილოვი პრეზიდენტ პუტინს შეხვდება.
კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების არსებულ მდგომარეობას და განვითარების პერსპექტივას, განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში.
მოსკოვში პუტინის და ბიბილოვის წინა შეხვედრა 2018 წლის 24 აგვისტოს გაიმართა.
2018 წლის დეკემბერში ბიბილოვმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანში ელოდება რუსეთთან შეთანხმებას, რომელიც „სამხრეთ ოსეთის“ მცხოვრებთ გაუმარტივებს რუსეთის მოქალაქეობის მიღებას.