მარიხუანის კანონპროექტთან დაკავშირებული კენჭისყრა გადაიდო
![მარიხუანის კანონპროექტთან დაკავშირებული კენჭისყრა გადაიდო](https://gdb.rferl.org/49B26406-A658-4620-9FEA-A33095E98DDA_cx10_cy16_cw90_w800_h450.jpg)
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. სხდომას, გარდა დეპუტატებისა, სასულიერო პირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.