სიცრუეა, თითქოს პროკურორის შვილია ამ ყველაფერში დამნაშავე და მას ხელს აფარებს ქართული საგამოძიებო ორგანო – ვანო ზარდიაშვილი
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მონაწილე ერთ-ერთი პირი პროკურორის შვილია და მას საგამოძიებო უწყება ხელს აფარებს, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი სიცრუეს უწოდებს. როგორც ზარდიაშვილმა „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, არსებული ხელისუფლების პირობებში, პროკურატურა ობიექტურ გამოძიებას აწარმოებს და ასე იქნება ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც. დეპუტატის თქმით, ყველა დამნაშავე გამოვლინდება და მკაცრად დაისჯება. „პირველ რიგში, ვუსამძიმრებ […]