იტალიაში მუზეუმიდან რენუარის, სეზანისა და მატისის ნამუშევრები გაიტაცეს
იტალიის პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთი კვირის წინ ჩრდილოეთ იტალიის შედარებით უცნობი, მაგრამ ხელოვნების ნიმუშებით საკმაოდ მდიდარი მუზეუმიდან გაიტაცეს პიერ ოგიუსტ რენუარის, პოლ სეზანისა და ანრი მატისის ნამუშევრები.
გატაცებულია რენუარის "თევზი," სეზანის "ნატიურმორტი ალუბლით" და მატისის "ოდალისკი ტერასაზე".
მძარცველებმა კარი გატეხეს, რათა შენობის პირველ სართულზე მდებარე ოთახში შეეღწიათ, შემდეგ კი მუზეუმის პარკის გავლით მიიმალნენ.
პოლიციის წარმომადგენელმა AFP-ს განუცხადა, რომ გასულ კვირას, ორშაბათის ღამეს, ჩრდილოეთ იტალიაში, პარმას მახლობლად მდებარე Magnani-Rocca Foundation-ის ვილაში ოთხი ნიღბიანი
მამაკაცი შეიჭრა და ხელოვნების ნიმუშები გაიტაცა. მან დაადასტურა Rai-ს, იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
ფონდი წარმოადგენს ძველი ოსტატების და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების კერძო კოლექციას, რომელიც დააარსა კრიტიკოსმა ლუიჯი მანიანიმ მშობლების პატივსაცემად.