ირანმა სპორტულ გუნდებს „მტრულ“ ქვეყნებში მოგზაურობა აუკრძალა
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ირანმა ამ ქვეყნის სპორტულ გუნდებს „მტრულ“ ქვეყნებში მოგზაურობა აუკრძალა.
აკრძალვაში კონკრეტულად არ იყო ნახსენები ფეხბურთში მსოფლიო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში იმართება წელს ზაფხულში.
სპორტის სამინისტროს განცხადებაში გამოყოფილი იყო მომავალი საფეხბურთო შესარჩევი თამაში, რომელიც აპრილში საუდის არაბეთშია
დაგეგმილი.
„ეროვნული და კლუბური გუნდების ყოფნა იმ ქვეყნებში, რომლებიც მტრულად ითვლებიან და ვერ უზრუნველყოფენ ირანელი სპორტსმენებისა და გუნდის წევრების უსაფრთხოებას, აკრძალულია შემდგომ შეტყობინებამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ირანში მიმდინარე ომმა გავლენა მოახდინა მთელ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბევრ სფეროზე. დედაქალაქის დაბომბვისას მოკლეს ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ირანელი ოფიციალური პირები მოითხოვენ ირანის ნაკრების აშშ-ში დაგეგმილი თამაშების მექსიკაში გადატანას.
12 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და განაცხადა: "მე ნამდვილად არ მჯერა, რომ მათი იქ ყოფნა, საკუთარი სიცოცხლისა და უსაფრთხოებისთვის, მიზანშეწონილია", — იუწყება CBS Sports.