Добавить новость
World News





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


ჯარების თავმოყრისა და მანევრების მიხედვით, ირანზე აშშ-ის დარტყმის ალბათობა „ძალიან მაღალია“. ირანს მოლაპარაკება სურს, ამბობს ტრამპი

ექსპერტების თანახმად, აშშ ახლო აღმოსავლეთში თავს უყრის გამანადგურებლებს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს და ავიამზიდს ათასობით სამხედროთი, რაც ზრდის დაძაბულობას ირანის გარშემო და ძლიერდება იმის ალბათობაც, რომ ირანს შეიძლება მართლა დაარტყან. მაგრამ როგორ? როდის? ამ დროს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, ირანს მოლაპარაკება სურს.
ტრამპმა ორშაბათს, 26 იანვარს Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებული სიტუაცია „ცვალებადია,“ რადგან მან რეგიონში „დიდი არმია“ გაგზავნა, თუმცა ფიქრობს, რომ თეირანს ნამდვილად სურს მორიგება.
დონალდ ტრამპი ირანს სამხედრო დარტყმებით ემუქრებოდა ადრეც, ასევე შემდეგ, რაც ირანის ხელისუფლებამ ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების სასტიკი ჩახშობის დროს ათასობით ადამიანი მოკლა. ტრამპმა ცოტა ხნის წინ უკან დაიხია, თუმცა ისლამურ რესპუბლიკაზე თავდასხმა კვლავ არ გამორიცხა.
ვითარებას აკვირდებიან და აანალიზებენ ექსპერტები, რომლებიც ამბობენ, რომ სამხედრო ძალის მოგროვება რეგიონში დაგეგმილ საზღვაო მანევრებთან ერთად ზრდის ირანზე ზეწოლას და ვაშინგტონის ირანზე თავდასხმის შემთხვევაში იერიშის შეტევით ხასიათს აძლიერებს.
„ეს შეიძლება იყოს გზავნილი ირანისთვის, რომ მზად ვართ, ჩვენი შესაძლებლობები თავმოყრილია“, - განუცხადა რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს, რადიო „ფარდას“ ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა ფარზინ ნადიმიმ.
ნადიმი დასძენს, რომ ირანზე აშშ-ის დარტყმის შესაძლებლობა „ძალიან მაღალია“, რაც სპარსეთის ყურეში „უკიდურესად აგრესიული“ სამხედრო ძალების თავმოყრაზე მიუთითებს.
ახლო აღმოსავლეთის წყლებშია ავიამზიდი USS Abraham Lincoln-ი და სამი თანმხლები გამანადგურებელი, რომლებსაც 5000-ზე მეტი ჯარისკაცი გადაჰყავთ. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ რეგიონში განათავსეს ასევე F-15E Strike Eagle-ის ბომბდამშენები.
ამ დროს აშშ-ის საჰაერო ძალებმა 25 იანვარს განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მრავალდღიანი სამხედრო მანევრების დაწყება დაიგეგმა, „რათა რეგიონში მოხდეს საბრძოლო საჰაერო ძალების განლაგების, გაფანტვისა და შენარჩუნების უნარის დემონსტრირება“.
ასე იყო გასულ წელს, როდესაც აშშ-მა რეგიონში სამხედრო ძალები მოაგროვა, სანამ ისრაელი და შემდეგ ვაშინგტონი ირანზე საჰაერო დარტყმებს განახორციელებდნენ. ირანის შეიარაღებული ძალების ელიტარულმა ნაწილმა, ისლამური რევოლუციის გუშაგთა გვარდიის კორპუსმა (IRGC), გაძლიერებული მზადყოფნით უპასუხა და თეირანის მხარდაჭერისკენ მოუწოდა ერაყში, ლიბანსა და იემენში თავის მოკავშირე ძალებს.
დიდი რისკიამერიკული მედიის ცნობით, ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ვარიანტების ფართო სპექტრს განიხილავს - დაწყებული ხანგრძლივი საჰაერო კამპანიით, რომელიც შეიძლება კვირები ან თვეები გაგრძელდეს, დამთავრებული ირანის უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ მიმართული ზომიერი და ძირითადად სიმბოლური დარტყმებით. ასევე, როგორც ამბობენ, განიხილეს არასამხედრო ვარიანტები, მათ შორის, დამატებითი ეკონომიკური სანქციები.
ექსპერტების თქმით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო მოქმედება რისკს შეიცავს და შესაძლოა, მთელი რეგიონი ჩაითრიოს. თეირანი საპასუხო დარტყმებით იმუქრება, რომ იერიშს მიიტანს აშშ-ის ბაზებზე სპარსეთის ყურეში, ისევე როგორც ისრაელზე, აშშ-ის მთავარ მოკავშირეზე.
„ზარალის დონე - აშშ-ის მოკავშირეების წინააღმდეგ შურისძიება და თავდასხმები გემებზე სპარსეთის ყურეში ძნელი შესაფასებელია. რეგიონულ პარტნიორებს არ სურთ ამ ფასის გადახდა“, - განუცხადა „რადიო ფარდას“ ყოფილმა ირანელმა დიპლომატმა, მეჰრდად ხანსარიმ.
დონალდ ტრამპმა 26 იანვარს ისიც განაცხადა, რომ შარშან თავდასხმის შემდეგ, როცა მისი სიტყვებით, ირანის ბირთვული პოტენციალი განადგურდა, ირანმა თქვა, რომ უკეთესად მოიქცეოდა.
რეგიონის ქვეყნებმა ვაშინგტონს თავშეკავებისკენ მოუწოდეს, რადგან შეშფოთებულები არიან, რომ აშშ-ირანის კონფლიქტმა შეიძლება უფრო ფართო კონფლიქტი გამოიწვიოს.
ხანსარი ამტკიცებს, რომ მხოლოდ საჰაერო კამპანია, სახმელეთო შეჭრის გარეშე, რეჟიმის შეცვლას არ გამოიწვევს, ეს ვაშინგტონის საბოლოო მიზანი რომც იყოს.
ირანში, ახლო აღმოსავლეთის უდიდეს და ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში, სახმელეთო შეჭრა ბევრი სამხედრო ექსპერტის აზრით, წარუმატებელი იქნება.
„ეს საქმე ბოლომდე ვერ მივა… მხოლოდ საჰაერო დარტყმებით რეჟიმის დამხობა ან მისი უსაფრთხოების ძალების განადგურება შეუძლებელია“, - თქვა მან. მისი ვარაუდით, სამთავრობო ძალები იერიშის დროს უბრალოდ დაიმალებიან და შემდეგ ხელახლა გამოჩნდებიან.
როგორ შეიძლება ირანზე დარტყმა?ნადიმის თქმით, უახლოეს დღეებში დაგეგმილი აშშ-ის სამხედრო წვრთნებით შესაძლოა, რეალური ოპერაციების სამზადისი იმალებოდეს. მისი თქმით, შეერთებულ შტატებს შეუძლია გამოიყენოს ელექტროიარაღი და კიბერშეტევები ირანის რადარისა და საკომუნიკაციო ქსელების დასაზიანებლად. შემდეგ უხილავ ბომბდამშენებსა და გამანადგურებლებს შეუძლიათ შეაღწიონ საჰაერო თავდაცვის სისტემაში “რადიოსიჩუმის” პირობებში და დაარტყან სამეთაურო ცენტრებსა და სარაკეტო ბაზებს.
თუმცა, ექსპერტების თქმით, კონფლიქტის შემთხვევაში ირანი დაუცველი არ იქნება.
ირანს გააჩნია ფრთოსანი რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან აშშ-ის სამხედრო გემებს სპარსეთის ყურის წყლებში, ასევე ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ რეგიონში არსებულ ბაზებზე თავდასხმა. ირანმა ამაზე მიანიშნა კიდეც და შაბათ-კვირას თეირანის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე დიდი ბანერი აღმართა, რომელზეც გამოსახულია აშშ-ის ავიამზიდი, რომელსაც რაკეტების ნიაღვარი დაესხა თავს.
ნადიმის თქმით, მაშინაც კი, თუ ვაშინგტონი ძირითადად სიმბოლურ დარტყმას მიმართავს, ირანი, სავარაუდოდ, იმავეთი უპასუხებს.
Axios-თან ტრამპის საუბრის შემდეგ, რამდენიმე საათში აშშ-ის მაღალი რანგის მოხელემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თეთრი სახლი „ღიაა“, როდესაც საქმე ირანთან მოლაპარაკებებს ეხება.
„თუ მათ სურთ ჩვენთან დაკავშირება და პირობებიც იციან, მაშინ მოვილაპარაკებთ“, - თქვა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა. მან თქვა ისიც, რომ აშშ-ის მიერ შეთანხმების პირობები ბოლო ერთი წლის განმავლობაში ირანს არაერთხელ გადაეცა.
ტრამპის გარემოცვაში, Axios-ის თანახმად, ზოგიერთმა მძაფრი ხაზის მომხრე პირმა, მოუწოდა მას, შეექმნა საკუთარი „წითელი ხაზი“ მას შემდეგ, რაც მან პირობა დადო, რომ დაეხმარებოდა დემონსტრანტებს და დასჯიდა რეჟიმს.

სხვები ეჭვის თვალით უყურებენ თეირანის დაბომბვის შედეგიანობას და უფრო მეტად დაინტერესებული არიან რეჟიმის სისუსტის გამოყენებით შეთანხმების მიღწევად.
აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ირანიდან გამდიდრებული ურანის გატანას, ირანის შორი მოქმედების რაკეტების მარაგის შეზღუდვას, ირანის მიერ რეგიონში მარიონეტული ძალების მხარდაჭერის პოლიტიკის შეცვლას და ქვეყანაში ურანის დამოუკიდებლად გამდიდრების აკრძალვას.

ირანელებმა განაცხადეს, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არ გამოუხატავთ რაიმე სახის თანხმობა ამ პირობების მიღებაზე.
ამ ყველაფრის ფონზე USS Abraham Lincoln-ის გარდა აშშ რეგიონში აგზავნის მეტ F-15-ის და F-35-ის ტიპის გამანადგურებელს, საწვავით მომმარაგებელ თვითმფრინავებს და დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებს.
Axios-ი იშველიებს წყაროებს, რომელთა ცნობით, CENTCOM-ის მეთაური, ადმირალი ბრედ კუპერი, 24 იანვარს ისრაელში ჩავიდა სამხედრო გეგმების კოორდინაციისთვის და თავდაცვითი გეგმების შესათანხმებლად ისრაელზე ირანის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ.
აშშ-ში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაცია HRANA, რომლის მონაცემებსაც რადიო თავისუფლება რეგულარულად აქვეყნებს ირანში დემონსტრაციების დარბევის დაწყების შემდეგ, აცხადებს, რომ დადასტურებული მსხვერპლის რიცხვი, მათ შორის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლების, ამჟამად 6 126-ია, ხოლო დაღუპულთა რიცხვი, რომლებიც ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია, 17 091-ია.

ირანის სახელმწიფო ვალუტის - რიალის ვარდნა დოლართან მიმართ 44.6%-ს აღწევს. სურსათის ფასები 90%-ით გაიზარდა შარშანდელთან შედარებით.
ირანის ეკონომიკა წლების განმავლობაში წელგაწყვეტილია საერთაშორისო სანქციების და შარშან ივნისში 12-დღიანი ომის შედეგების გამო.





Загрузка...

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net