Добавить новость
World News





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


"ვხედავთ ფაქტებიდან ყურადღების გადატანის მორიგ მცდელობას" - ანიტა ჰიპერი "ოცნების" განცხადებაზე, რომ ინტეგრაციის პროცესი ბრიუსელმა შეაჩერა

ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა, ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დასმული შეკითხვის პასუხად, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მედიაში გავრცელებულ წერილს, განაცხადა, რომ ეს არის ფაქტებიდან ყურადღების გადატანის მორიგი მცდელობა.
"ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ხელისუფლების მხრიდან ამ დეზინფორმაციულ პროპაგანდას, ამიტომ, მოდით, სიცხადე შევიტანოთ ფაქტებში", - თქვა ანიტა ჰიპერმა.
"უკვე 2024 წლის ივნისში ჩვენ მივიღეთ ევროკომისიის დასკვნა, რომელიც თავისი არსით კიდევ ერთხელ მოწმობდა საქართველოს უკუსვლას დემოკრატიის გზაზე და რომელიც გახდა პირველი გამოსაფხიზლებელი სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც მოუწოდებდა, შეეცვალათ აღებული კურსი. ჩვენ ვხედავთ იმავე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, პარლამენტის უმრავლესობას იგივე პარტია წარმოადგენს და იმის ნაცვლად, რომ შეცვლილიყო დემოკრატიისთვის დესტრუქციული მსგავსი ქმედებები, ჩვენ მხოლოდ ამ ქმედებების გამწვავებას ვხედავთ ოპოზიციონერი ლიდერების დევნით, ჟურნალისტების დაპატიმრებითა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმით. ასე რომ, ჩვენ გვქონდა ევროკომისიის დასკვნა 2024 წლის ივნისში, ის ასევე გვქონდა ოქტომბერში, დეკემბერში და ამ კვირას გაფართოების ანგარიშით კვლავ ვიხილეთ, რომ ამ ქმედებების შედეგი არის ის, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელიღა აქვს“, - განაცხადა ანიტა ჰიპერმა.
პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სახელზე 2025 წლის 5 ნოემბერს გაგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოს მონაწილეობა შეუჩერეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამებში უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით“.
ამავე წერილში, პაველ ჰერჩინსკი მინისტრის მოადგილეს ასევე სწერს:
„საქართველოში არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნების თანახმად, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვია, გაცნობებთ, რომ საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის დაფინანსებულ შემდეგ რეგიონულ პროექტებში, უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შეჩერებულია“.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ამ წერილის კომენტირებისას, სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა დღეს თელავში ყოფნისას თქვა, რომ "პროპაგანდა და ერთ-ერთი ასეთი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაშიც ბრიუსელმა უდიდესი პოლიტიკური ენერგია და თანხები დახარჯა, იყო ის, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესი, რაც არის აბსოლუტური ტყუილი".
მისი სიტყვებით, ეს ბრიუსელმა გააკეთა "იმისთვის, რომ ზეგავლენა მოეხდინა საქართველოს ამომრჩეველზე, საკუთარი გადაწყვეტილებით შეაჩერა ინტეგრაციის პროცესი".
ამასთან, მისი სიტყვებით, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ "ჰერჩინსკის არ გაესაჯაროებინა, რას აფინანსებდა საქართველოში". ის გულისხმობს ე.წ. გამჭვირვალობის კანონს.
"შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ევროკავშირის დაფინანსებით ყიდულობდნენ აირწინაღებს, სხვა საშუალებებს, წინააღმდეგობა რომ გაეწიათ პოლიციისთვის. ეს რომ არ გვენახა ქართველებს, დაემალათ, ქართველი ხალხისთვის ცნობილი რომ არ ყოფილიყო ეს ყველაფერი, ამის გამო გააკეთეს ეს", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებულ რეფორმებზე, როგორც თავსმოხვეულ ვალდებულებებზე, უარის თქმა "ოცნებამ" 2021 წლის ივლისიდან დაიწყო, როდესაც ევროკავშირის შუამავლობით შედგენილ დოკუმენტს - „შარლ მიშელის შეთანხმებას" - გამოეთიშა.
2023 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ წარადგინა კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომელიც სამოქალაქო პროტესტის შემდგომ უკან გაიწვია. პირველი მწვავე კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი კანონი შეუთავსებელი იყო საქართველოს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მისწრაფებებთან, სწორედ მაშინ გაჟღერდა.
დაპირების მიუხედავად, კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წელს მაინც მიიღო.
2024 წლის დეკემბერში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, თბილისში ვიზიტად მყოფი ალენ ბერსე აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობისგან მიიღო დაპირება „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ შეცვლის შესახებ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეს არ დაადასტურა და თქვა, რომ შეთანხმება შედგა კანონთან დაკავშირებით დისკუსიაზე და კანონს მხოლოდ მაშინ შეცვლიდნენ, თუ მის „სამართლებრივ ხარვეზებს“ დაუსაბუთებდნენ.


ამის გამო ევროკავშირი მკაცრად აკრიტიკებდა წევრობის კანდიდატი ქვეყნის, საქართველოს, მთავრობის ქმედებებს და მას ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებდა.
არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონის მიღების შემდეგ და მმართველი პარტიის ანტიდასავლური განცხადებებისა და პროპაგანდის გამო, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი, სამთავრობო ფინანსური დახმარება და უარი თქვა საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრებზეც.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც ირწმუნებოდა, რომ ევროპული კურსი უცვლელია, აცხადებდა, რომ საქართველოში 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირთან ურთიერთობები გადაიტვირთებოდა.
2024 წლის 28 ნოემბერს მან გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ოთხი წლით [2028 წლამდე] აჩერებენ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. რაც კანდიდატის სტატუსის შემდეგი ნაბიჯი და აუცილებელი ეტაპი იყო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
გასული წლის 28 ნოემბრიდან საქართველოში დაწყებული საპროტესტო აქციების ტალღა დღემდე გრძელდება. პროტესტის მონაწილეები ყოველ საღამოს კეტავენ რუსთაველის გამზირს თბილისში.
ამას გარდა, 2023 წლიდან "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ არაერთი კანონი მიიღო ან შეასწორა ისე, რომ, ევროპელი და ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით, მედიისა და სამოქალაქო სექტორის საქმიანობა შეზღუდა.
ამ ნაბიჯებს "ოცნება" "მეტი გამჭვირვალობისა" და "უცხო ძალის გავლენების" აღმოფხვრის მიზნებით ხსნის. ეს კანონები ბარიერებს ძირითადად ქვეყნის დასავლელი "სტრატეგიული პარტნიორების" დახმარების მიღებას უქმნის.

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net