Добавить новость
World News





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


„დამონტაჟებული სიუჟეტია", - რა აჩვენა მიმინოშვილისა და გოშაძის ვიდეოების ექსპერტიზამ

ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების, თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის წინააღმდეგ პროკურატურის ვიდეომტკიცებულება დამონტაჟებულია, - ეს დაადგინა ექსპერტიზამ, რომელიც მათი ადვოკატის, ნინო ლომინაძის მოთხოვნით სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა.
რა იგულისხმება მონტაჟში?ადვოკატის განმარტებით, ექსპერტიზაზე გაგზავნა თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის ამსახველი ის ვიდეოები, რომლებიც პროკურატურამ მოიპოვა და მათ წინააღმდეგ საქმეს დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებად დაურთო და ორი კითხვა დასვა:
1. არის თუ არა წარდგენილი ვიდეომასალა უწყვეტი?
2. ვიდეომასალაზე არის თუ არა მონტაჟის კვალი?
თორნიკე გოშაძის შემთხვევაში ექსპერტმა სალომე ჩოლოყაშვილმა დაწერა, რომ ვიდეოჩანაწერი ოთხი დამოუკიდებელი გამოსახულებისგან შემდგარი დამონტაჟებული სიუჟეტია, აქვს სამი წყვეტა და მონტაჟი გამოვლენილია ოთხი დამოუკიდებელი გამოსახულების გადაბმის გზით.
ამასთან, ექსპერტი ცალკე აღნიშნავს, რომ „ვიდეოჩანაწერების სიუჟეტებზე ცალკე აღებული დამუშავების კვალი არ ფიქსირდება“.
ამავე დასკვნიდან ირკვევა, რომ თორნიკე გოშაძის კადრს, სადაც ის რაღაც ნივთს ისვრის, ამ ვიდეოს ავტორებმა მიაბეს კადრი, სადაც პოლიციელები ჩანან.
„ბრალდებას თავისი ვერსიის გასამყარებლად სჭირდებოდა, რომ თორნიკე გოშაძე ისვრის პოლიციელების მიმართულებით", - ამბობს ადვოკატი.
ირაკლი მიმინოშვილის შემთხვევაშიც იდენტური შედეგია, ერთი განსხვავებით, აქ სამის ნაცვლად ორი წყვეტაა, ერთმანეთზე კი სამი დამოუკიდებელი გამოსახულებაა გადაბმული.
ორივე ბრალდებულს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედება ბრალად და 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ადვოკატი ნინო ლომინაძე ეყრდნობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს და ამბობს:
„პროკურატურას ბრალი ვიდეოებზე აქვს აგებული, მთავარი მტკიცებულებაა. ექსპერტიზით დადგინდა, რომ ამ ვიდეოებში პოლიციელების მონაკვეთები მონტაჟია. ნებისმიერი ჩარევა მტკიცებულებაში არ შეიძლება, გადაბმაა, მონტაჟის კვალი თუ რა, საბოლოოდ შედეგია ის, რომ უკვე მტკიცებულება აღარ არის უტყუარი. ვიდეო ბრალდების მთავარი მტკიცებულებაა, სასამართლომ ვერ უნდა გაიზიაროს ისინი".
ბრალდების ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც საქმეში დევს, ან სოციალური ქსელიდანაა, ან შსს-ს ოპერატორების გადაღებულია. პროკურატურას არ ჩაუტარებია ექსპერტიზა იმის დასადგენად, დამონტაჟებულია თუ არა კადრები. მათ მხოლოდ ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა დანიშნეს, რაც "პირის ამოცნობას" გულისხმობს.
ადვოკატების კითხვაზე, რატომ არ დანიშნეს მონტაჟის კვალის დასადგენად დამატებითი კვლევები, პროკურორებმა და მათმა მოწმე ექსპერტებმა ერთნაირად უპასუხეს, რომ „საჭიროება ვერ დაინახეს". მათი თქმით, გამოსახულებაზე, რომლითაც ვინაობა უნდა დაედგინათ, მონტაჟის კვალი არ იყო და ამის მიღმა კვლევა ბრალდებას არ სჭირდებოდა.
ამას გარდა, შსს-ს ექსპერტებმა დაკითხვისას დაადასტურეს, რომ ეს ვიდეოები „რამდენიმე ვრცელი უწყვეტი კადრის ერთობლიობაა".
მონტაჟის კვალის დასადგენად ექსპერტიზა ჯგუფური ძალადობის მეორე საქმეზეც დაინიშნა. გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიას ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ ექსპერტს სამი კითხვა დაუსვა:
აქვს თუ არა ვიდეოებს მონტაჟის კვალი?შესაძლებელია თუ არა იმ ნივთების რაობისა და წონის დადგენა, რომლებსაც, სავარაუდოდ, ბრალდებულები ისვრიან?რა ტრაექტორია გაიარეს მათ და შეეძლოთ თუ არა ამ გზით პოლიციელის დაზიანება?

დასკვნამ აჩვენა, რომ:
გური მირცხულავას წინააღმდეგ პროკურატურის ვიდეო დამონტაჟებულია;ჯანო არჩაიასა და გური მირცხულავას შემთხვევაში შეუძლებელია ნასროლი ნივთის იდენტიფიცირება, თუმცა შესაძლებელია მისი მიმართულების განსაზღვრა, ანუ დადგენა, შეიძლებოდა თუ არა ასე ნასროლი ნივთი სამართალდამცველს მოხვედროდა.

სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის საფუძველზე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა – საქალაქო სასამართლოში ორი საქმე განიხილება და ჯამში 19 ბრალდებულს აერთიანებს.
ერთ ჯგუფში 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მასობრივი სახალხო გამოსვლების მონაწილე რვა დემონსტრანტია: ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თორნიკე გოშაძე, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გორგაძე, ინსაფ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხვია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი. ამ სიაში ბოლო სამს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად.
მეორე ჯგუფში - 11: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, გურამ მირცხულავა, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, რუსლან სივაკოვი, რევაზ კიკნაძე, გიორგი ტერაშვილი, ვალერი თეთრაშვილი, სერგეი კუხარჩუკი და ირაკლი ქერაშვილი. თერთმეტივეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდება აქვს წაყენებული.
ჯგუფური ძალადობის საქმეების პროკურორებმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა და ვაჟა თოდუამ, ნინო ლომინაძის დასკვნა უდავოდ ცნეს, რაც ნიშნავს, რომ იქ ასახულ ინფორმაციას დაეთანხმნენ.
ომარ ფურცელაძის შემთხვევაში კი სადავოდ გახადეს და სასამართლოში ექსპერტიზის დასკვნის ავტორიც გამოჰკითხეს.
რას შეცვლის ადვოკატების მიერ სასამართლოში მიტანილი ექსპერტიზის დასკვნის შედეგები? - ეს მოსამართლეებმა უნდა შეაფასონ. ამ საქმეებს თამარ მჭედლიშვილი [8 ბრალდებული] და ნინო გალუსტაშვილი [11 ბრალდებული] განიხილავენ.
ფორმალურად, ორ სხვადასხვა საქმეზე, პროკურატურას ერთი და იგივე მოწმეები ჰყავს დაზარალებულის სტატუსით. ყველა ბრალდებული თბილისში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების პარალელურად დააკავეს და ამ აქციებზე ჯგუფური ძალადობა დასდეს ბრალად.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება პროევროპული აქციები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით. პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ 2024 წლის 28 ნოემბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ არ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
პოლიციამ დააკავა 500-მდე ადამიანი, მათ შორის 50-მდე სისხლის სამართლის წესით. გამოძიების დაწყებიდან რვა თვის თავზე არცერთი სამართალდამცავი, რომლებმაც აქციის მონაწილეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე იძალადეს, არც გამოვლენილი და არც დასჯილი არაა.
სასამართლო განხილვებისას დადასტურდა, რომ ისინი ნამდვილად იყვნენ საპროტესტო აქციაზე, ისროდნენ რაღაც ნივთებს იმ მიმართულებით, სადაც აქციების დროს სამართალდამცველები იდგნენ, თუმცა:
ვერცერთმა სამართალდამცველმა ვერ ამოიცნო ბრალდებულებში თავიანთი დამზიანებელი;ყველა მათგანმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ერთი და იგივე, რომ იყო სიბნელე და ამიტომ ვერ მოახერხეს დაენახათ, ვისი ნასროლი ქვით ან პიროტექნიკით დაზიანდნენ;ამის მიუხედავად, მაინც აქვთ პრეტენზია ბრალდებულებთან, იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა დაუდასტურდებათ;ვიდეომტკიცებულებებში მხოლოდ სროლის კადრებია, არ ჩანს, სად ეცემა ნასროლი „რაღაც ნივთები“ და ხვდება თუ არა პოლიციელებს.



Загрузка...

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net