როსტოვის რეგიონში ცეცხლში ჭურვის აფეთქების შედეგად 12 ჯარისკაცი დაიღუპა - მასმედია
გამოცემა განმარტავს, რომ ინციდენტი 3 ნოემბერს უნდა მომხდარიყო, სავარაუდოდ, უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო. მაგრამ ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. ერთ-ერთ ინკოგნიტო თვითმხილველს თქმით, ტრაგიკული ინციდენტი ცეცხლის დანთების დროს მოხდა პოლიგონზე, სადაც ჯარისკაცების თავშეყრის მახლონლად, საბრძოლო მასალით სავსე ყუთები ეწყო.
„ყუმბარსატყორცნ РПГ-7-ის ჭურვი ჩამოცურდა, ცეცხლში ჩავარდა და აფეთქდა. ადგილზე 8 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 8 დაიჭრა. ყველა დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცი ვლადივოსტოკიდან იყო. ისინი ჯარში კონტრაქტის საფუძველზე იმსახურობდნენ“, - განაცხადა წყარომ, რომლის ინფორმაციით 4 დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორ ვებგვერდი 161.ru-წერს, მომხდარს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი სამხედრო საგამოძიებო სამმართველო იძიებს. მაგრამ თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების ვებგვერდზე ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.