რუსეთში სუპერკომპიუტერების წამყვანი ექსპერტი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გააგზავნეს
ამის შესახებ იტყობინება T-invariant-ი. საიტის თანახმად, აბრამოვს ფსიქიატრიულ კლინიკაში დღეს, 30 ნოემბერს ათავსებენ.
აბრამოვის წინააღმდეგ საქმის გამოძიება დაიწყო აპრილში, მას მერე, რაც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა მის ბინაში ჩხრეკა მოაწყო. მას შემდეგ ის შინაპატიმრობაშია.
აბრამოვმა T-invariant-ს უთხრა, რომ მისი საქმე ადასტურებს ქვეყნის მართვაში არსებულ „კოლოსალურ სისტემურ შეცდომას“.
66 წლის აბრამოვი დანაშაულს არ აღიარებს.
დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მკვლევარს რვაწლიანი პატიმრობა ემუქრება.