Добавить новость
World News





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


„ექსპლუატაცია არის საფრთხის შემცველი" - ილიაუნის C ბლოკში მდებარე "ბავშვის განვითარების ინსტიტუტი" ახალ სივრცეს ეძებს

თბილისში, ჭავჭავაძის N32-ში მდებარე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C ბლოკი, რომელშიც 50 აუდიტორია და "ბავშვის განვითარების ინსტიტუტი" იყო განთავსებული (რომლითაც 300 ბავშვი სარგებლობს), ექსპლუატაციისთვის საფრთხის შემცველია. დასკვნაში, რომელიც შპს „მშენ-ექსპერტ+-მა" ილიაუნის დაკვეთით მოამზადა, ასევე ვკითხულობთ, რომ „შენობა არ აკმაყოფილებს სეისმდეგი მშენებლობის მოთხოვნებს, ავარიულია".


დასკვნა მედიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მას შემდეგ მიაწოდა, რაც ბენეფიციარი ბავშვის მშობელმა გვანცა გულიაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ ცენტრის მუშაობის საკითხზე 13 სექტემბერს მიაწოდეს ინფორმაცია.


„შემზარავი ამბავი დაგვატეხეს დღეს თავს ილიას ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის ბენეფიციარებს. გაუფრთხილებლად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ორი საათის წინ, ვიგებთ, რომ ცენტრი იხურება, - აღნიშნა გულიაშვილმა და დაამატა, - ამას გვიცხადებენ სწავლის დაწყების წინა დღეს და ასზე მეტ აუტისტ ბავშვს ტოვებენ თერაპიების გარეშე. აგიხსნით ეს რას ნიშნავს: დიაბეტის მქონე ადამიანისთვის ინსულინის შეწყვეტას, მართვით სუნთქვაზე მყოფისთვის აპარატის გათიშვას, თირკმლის უკმარისობის მქონისთვის დიალიზის არ გაკეთებას, ანუ სასიცოცხლო მნიშვნელობის ქცევით თერაპიებს უწყვეტენ ბავშვებს და მოზარდებს, რომლებსაც ამ თერაპიების გარეშე წაერთმევათ სიმწრით გამომუშავებული ყველა სოციალური, ყოფითი, კვებითი, ქცევითი, აკადემიური უნარი! ისინი ამ თერაპიების გარეშე აღმოჩნდებიან საკუთარ მდგომარეობასთან პირისპირ სრულად უძლურები, მშობლების ანაბარა, რომლებისთვისაც წარმოუდგენელია თავი გაართვან ამ ყველაფერს, აქ აღარაფერს დავწერ მათი უმეტესობის უკიდურეს სიდუხჭირეზე".




შენობის საკითხზე მედიის შეკითხვებს უპასუხა ქეთი ლაკირბაიამ, ილიას უნივერსიტეტის კანცლერმა, რომელიც ამბობს, რომ მიღებული დასკვნის გამო, სტუდენტები უკვე გადანაწილდნენ ილიას უნივერსიტეტის სხვა კორპუსებში და სასწავლო პროცესი 25 სექტემბერს ჩვეულებრივ დაიწყება.


რაც შეეხება "ბავშვის განვითარების ინსტიტუტს", მათ ბენეფიციარებსა და სპეციალისტებს, ლაკირბაიას თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა სივრცეებში მათი გადანაწილების მიზნით. მან დააზუსტა, რომ "ბავშვის განვითარების ინსტიტუტს" სჭირდება სპეციფიკური სივრცეები, მაგალითად, სენსორული და თერაპიის ოთახები, ამიტომაც ეს ჩვეულებრივ საკლასო ოთახებში ვერ ხერხდება.


„სხვადასხვა მხარეებთან მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, რომ ბენეფიციარების და სპეციალისტების ინტერესების გათვალისწინებით, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ მოხდეს მათი გადანაწილება", - განაცხადა ილიაუნის კანცლერმა.




"ბავშვის განვითარების ინსტიტუტის" ახალ შენობაში გადასვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ილიაუნის კანცლერის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორთან. „სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ. გარწმუნებთ, რომ უმოკლეს ვადებში შევეცდებით, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ, რაც შესაძლებელი იქნება. ცხადია, ბენეფიციარებისა და სპეციალისტების ინტერესების გათვალისწინებით", - აღნიშნა მან.


შეკითხვაზე, ბენეფიციარი ბავშვების მშობლებთან რატომ არ შედგა კომუნიკაცია, ქეთი ლაკირბაიამ უპასუხა: „ბავშვის განვითარების ინსტიტუტის" ბენეფიციარებთან დაგეგმილი არის შეხვედრები და ეს შეხვედრები მიმდინარეობს. დღეს [13 სექტემბერს] იყო შეხვედრები და საღამოსაც დანიშნული იყო შეხვედრა".




ქეთი ლაკირბაია ამბობს, რომ დასკვნა აგვისტოში მიიღეს: „პირველი, რაც გავაკეთეთ, დავიწყეთ იმის გარკვევა, რამდენად შესაძლებელი იქნებოდა შენობის გამოყენება დატვირთვის შემცირებით, შესაძლებელი იყო თუ არა მცირე სივრცეში ხალხის განთავსება. ვინაიდან ეს არ დასრულებულა და ილიას უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი უკვე იწყება 25 სექტემბერს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მათ შორის, უსაფრთხოების მიზნით, რომ სასწავლო და კვლევის პროცესი, მათ შორის "ბავშვის განვითარების ინსტიტუტი" სხვადასხვა სივრცეებში გადავანაწილოთ".


გარკვეული არ არის, შენობას რა ბედი ელის. „ეს იქნება რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია თუ ნაწილობრივ შეკეთება ამ შენობის, ისე გამყარდეს რომ და მისი გამოყენება იყოს შესაძლებელი, ამაზე პასუხი ამ წუთას არ გვაქვს. ამიტომაც ვცდილობთ, მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხს და სასწავლო პროცესი ამ შენობიდან გავიტანოთ", - თქვა ლაკირბაიამ.




ილიაუნის კანცლერის განცხადებით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე, გეგმური მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ შენობას პრობლემები ჰქონდა. შემდეგ კი შენობისთვის ექსპერტიზის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს.




ბავშვის განვითარების ცენტრის თემაზე განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ. როგორც ის აღნიშნავს, მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა და მოზარდთა აბილიტაციის" პროგრამის ფარგლებში, ცენტრში მომსახურებას 82 ბენეფიციარი იღებს და საჭიროების შემთხვევაში მათ სურვილისამებრ, მერიის სხვა ცენტრებში გადაანაწილებენ.


Загрузка...

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net