პესკოვი: სამიტს აქვს აშკარად გამოხატული ანტირუსული ხასიათი, რუსეთის ამას ასე აღიქვამს
კრემლის ლიდერის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი რუსულ მედიასთან საუბარში ვილნიუსში მიმდინარე ნატოს სამიტს გამოეხმაურა.
პესკოვის აზრით, ნატოს ქვეყნები რუსეთს თავის მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ, ამიტომ ვილნიუსის სამიტზე ყველა დისკუსია რუსეთის ფედერაციის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს.
„სამიტს აქვს აშკარად გამოხატული ანტირუსული ხასიათი, რუსეთის ამას ასე აღიქვამს. დისკუსიები, რომელიც მიმდინარეობს ანტირუსულია“, – განაცხადა პესკოვმა.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორ აღიქვამს კრემლი იმ ფაქტს, რომ სამიტი რუსეთის ფედერაციის სიახლოვეს ტარდება, პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს არ არის მნიშვნელოვანი.
„ეს არ არის მნიშვნელოვანი, ახლოს ტარდება თუ შორს რუსეთის ფედერაციიდან. ახლა მნიშვნელოვანია ამ მოვლენის შინაარსი. ამ სამიტის წინა დღეს, ფაქტია, რომ დაიწყო ძლიერი ანტირუსული განწყობის დემონსტრირება, რაც ნათლად ჩანს ალიანსის წევრი ყველა ქვეყნის წარმომადგენლის განცხადებაში“, – დასძინა დმიტრი პესკოვმა.
ცნობისთვის, ვილნიუსში 11-12 ივლისს ნატოს სამიტი იმართება.