Добавить новость
World News





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


ბასილაშვილის ნაცვლად სხვა რომ ყოფილიყო, ის დაისჯებოდა - სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა ჩოგბურთელი

ზუსტად ორი საათი დასჭირდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, მაია თეთრაულს გადაწყვეტილების მისაღებად - 11 ივლისს, სათათბირო ოთახიდან გამოსულმა, მან ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილება და გაამართლა ყოფილ ცოლზე, ნელი დოროყაშვილზე ძალადობის საქმეზე საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი.


11 ივლისს მხარეები მხოლოდ რეპლიკებით შემოიფარგლნენ. დასკვნითი სიტყვა მხარეებმა 28 ივნისისა და 7 ივლისის სხდომებზე წარმოთქვეს.


სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. ნათია გურული „კატეგორიულად არ ეთანხმება“ მოსამართლე მაია თეთრაულის გამამართლებელ განაჩენს:




„სამწუხარო პრეცედენტია. უნდა აღვნიშნო, რომ ერთგვაროვანი პრაქტიკა იყოს ჩამოყალიბებული ოჯახში ძალადობის საქმეებზე, ვინაიდან, ძალადობის ჩამდენმა პირმა, მიუხედავად საზოგადოებრივი განწყობებისა, სხვების თანასწორად, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. ბრალდების მხარე დაახლოებით 7 საათის განმავლობაში წარუდგენდა არგუმენტაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოს. წარმოდგენილი იყო, როგორც დაზარალებულის ჩვენება, ასევე თვითმხილველი მოწმეების ჩვენება, ასევე ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები, რაც ცალსახად იძლეოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს, თუმცა, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რასაც აუცილებლად გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში“.


პროკურორის განცხადებით, სასამართლოს წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები აშკარად ადასტურებდს დანაშაულის ჩადენის ფაქტს - როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს.


სრულიად საპირისპირო განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ:




„ჯერ კიდევ 2022 წლის 21 ოქტომბერს, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, მაშინ გითხარით, რომ დიახ, ნიკოლოზ ბასილაშვილი იყო უდანაშაულო და ვერც ერთი მტკიცებულება ვერ იქნებოდა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის მოძალადეა. ახლა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არცერთი ფორმით, არც ფსიქოლოგიურად, არც ეკონომიკურად და არც ფიზიკურად არ უძალადია ნელი დოროყაშვილზე“.


ანა თავხელიძემ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტმა და ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველმა, სასამართლოს დარბაზში მოისმინა მოსამართლის გადაწყვეტილება. მას არ ჰქონდა მოლოდინი, რომ მაია თეთრაული პირველი ინსტანციის მოსამართლისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებდა და ნიკოლოზ ბასილაშვილს ცოლზე ძალადობის საქმეში დამნაშავედ ცნობდა.


იურისტი დარწმუნებულია, რომ რომ არა პირველი ჩოგანის პერსონა, სასამართლოს გადაწყვეტილება სხვაგვარი იქნებოდა:




„ამ სისხლის სამართლის საქმეს რომ მოვაშოროთ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნებისმიერი სხვა მოქალაქე ყოფილიყო მის ადგილას, აუცილებლად, ყველა ინსტანციაში, ეს საქმე დასრულდებოდა გამამტყუნებელი განაჩენით. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა ორივე ინსტანციამ, ეს არის ის, რომ საქმე შეეხებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გავლენა და რომელმაც ეს გავლენა გამოიყენა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში“.


ანა თავხელიძე დარწმუნებულია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები აკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რათა დამდგარიყო გამამტყუნებელი განაჩენი.


მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში, არაერთი გარემოება მიუთითებდა იმაზე, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება იქნებოდა მიკერძოებული, მათ შორის, კი ერთ-ერთი ასეთი გარემოება იყო 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, სპორტსმენის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს. ნიკოლოზ ბასილაშვილი კახი კალაძის მხარდამჭერ კლიპში მონაწილეობდა:


„თქვენ ყველანი უსმენდით, საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის წევრები დაზარალებულის ადვოკატებს მავნებლებად მოგვიხსენიებდნენ და უპირობო მხარდაჭერას უცხადებდნენ ნიკოლოზ ბასილაშვილს. ასევე ნახეთ კლიპი, როგორ უჭერს ის მხარს კახა კალაძეს და ბუნებრივია, ნიკოლოზ ბასილაშვილს დაუფასდა საარჩევნო პროცესებში ჩართულობა. წინ არის 2024 წლის არჩევნები და ბუნებრივია, ალბათ გარკვეულ კონტრიბუციას ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ამ არჩევნებშიც ვნახავთ. პირდაპირ ვაცხადებთ, რომ ამ საქმეში იკვეთება პოლიტიკური მოტივები, მათ შორის, მიკერძოება მართლმსაჯულების მხრიდან და სასამართლო კლანის არსებობის პირობებში, ცხადია, არ გვქონდა მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო შეცვლიდა ამ გადაწყვეტილებას. აქვე ვამბობთ, რომ არც უზენაესი სასამართლოს მიმართ გვაქვს დიდი მოლოდინები, რადგან სასამართლოს მართავს კლანი და მოსამართლეებს არ აქვთ საშუალება, დამოუკიდებლად, ობიექტურად განიხილონ ის საქმეები, სადაც კი არსებობს პოლიტიკური ინტერესი“.


ანა თავხელიძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ამოიწურება ქვეყნის შიგნით არსებული ყველა მექანიზმი, ისინი საერთაშორისო სასამართლოს მიმართავენ, სადაც იურისტის სიტყვებით, ქართულ მართლმსაჯულებას მოუწევს პასუხი აგოს შერჩევითი მართლმსაჯულების და გენდერული ძალადობის წახალისების გამო: „ამ საქმემ უარყოფითი გავლენა მოახდინა ზოგადად ოჯახში ძალადობის და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“, - ამბობს ის. 


ადვოკატის თქმით, საერთაშორისი სასამართლოში სახელმწიფოს წინააღმდეგ ნელი დოროყაშვილი მის არასრულწლოვან შვილთან ერთად იბრძოლებს:


„ჩვენ ვიდავებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ მათ ეფექტურად არ მოახდინეს რეაგირება ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე და ეფექტური რეაგირების მოხდენა არ გულისხმობს მარტო გამოძიების დაწყებას და ბრალის წაყენებას. ეფექტური რეაგირება გულისხმობს, რომ ძალადობის შემთხვევები უნდა დასაჯო პროპორციულად და რა თქმა უნდა, შერჩევითი არ უნდა იყოს მართლმსაჯულება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საერთაშორისო მექანიზმი დაადგენს სახელმწიფოს დარღვევას“.


ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომელ ინსტიტუს მიმართავენ ისინი - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს თუ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს (სიდოუ):


„მათი გადაწყვეტილება სავალდებულო იქნება შესასრულებლად. ისინი სახელმწიფოს აკისრებენ კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას დაზარალებულებისთვის. გაეროს კომიტეტი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. თუკი გაეროს კომიტეტს ავირჩევთ, მაშინ მისი გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მივმართოთ სასამართლოს და აქ მოვითხოვოთ კომპენსაციის გადახდა ფინანსთა სამინისტროსგან. ხოლო თუკი მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, ის უკვე თავად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და სახელმწიფო ვალდებული იქნება, რომ დაიწყოს აღსრულების პროცედურები“.


ნელი დოროყაშვილი სააპელაციო სასამართლოში 28 ივნისს გამოიკითხა. მან მოსამართლეს მიმართა და თქვა, რომ ყოფილი ქმრის ნაცვლად ის გაასამართლეს:




"მე რატომ გამასამართლეთ ნიკოლოზის მაგივრად? ძალიან დიდ ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ მე ვარ შეწუხებული, რადგან მე გამასამართლეს ნიკოლოზის მაგივრად. ნიკოლოზს შეუქმნეს ყველანაირი კომფორტი, მე, მისი შვილის დედას, მე, რომელიც მის ბავშვს ვზრდი და აქ დავდივარ 5 წელია, ვამტკიცებ, როგორ დამარტყა ჩანთა".




რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს მას სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სიტყვით არ უსარგებლია. მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ხელზე "მყესის ოპერაცია ჩაუტარდა" და რეაბილიტაციას გადის.


ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 22 მაისს დააკავა. 24 მაისს სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.


ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალს არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს თითქმის ორი წელი განიხილავდა. მრავალთვიანი განხილვებისა და მოწმეთა დაკითხვის შემდეგ, 2022 წლის 21 ოქტომბერს, ხათუნა ხარჩილავამ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენი გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებითვე გაუქმდა ჩოგბურთელის წინააღმდეგ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - 100-ათასლარიანი გირაო.




 



Загрузка...

Читайте на сайте

Другие проекты от 123ru.net








































Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире




Путин в России и мире

Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.






Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...





Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net