პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის დაცვას აძლიერებს, ჯგუფ "ვაგნერის" გამო
500-მდე პოლიციელი, მათ შორის ანტიტერორისტული დანაყოფის წევრები, გააძლიერებენ საზღვრის დაცვის 5000 თანამშრომელს და 2000 ჯარისკაცს, რომლებიც უკვე განთავსებულნი არიან ქვეყნის აღმოსავლელ მეზობელთან საზღვარზე - ამბობს კამინსკი.
პოლონეთს, რომელიც რუსეთის მოკავშირე ბელარუსთან საზღვრის 418-კილომენტრიან მონაკვეთს იყოფს, აქვს ინფორმაცია, რომ ბელარუსში, შესაძლოა, "ვაგნერის" 8000-მდე მეომარი განთავსდეს, რუსეთში მოწყობილი მოკლე ამბოხების შემდეგ.