საპატრიარქო „პრაიდზე“: „ლგბტ პროპაგანდა“ დაუშვებელია, დროა კანონით დარეგულირებაზე ვიმსჯელოთ
საპატრიარქოს პრესსამსახური წერს, რომ ეკლესია არასდროს მოუწოდებს ძალადობისკენ, პირიქით, მოსახლეობაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ზრუნავს და პასუხისმგებლობას შექმნილ დაძაბულობაზე ღონისძიების ორგანიზატორებს აკისრებს. „ყოველი მსგავსი აქტივობა, გარდა ცოდვის პროპაგანდისა, არის სამოქალაქო დაპირისპირებისა და დაძაბულობის მიზეზი.“ - წერია განცხადებაში.