თამაზ გაიაშვილი: იმედია უკრაინის პრეზიდენტის უსამართლო გადაწყვეტილებას საქართველოს სარკისებური პასუხი მოყვება
თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები „ყველაფერზე მიდიან, ოღონდ როგორმე დაამხონ ხელისუფლება და თვითონ აღმოჩნდნენ ქვეყნის სათავეში. თავიანთი ამ არაჯანსაღი მიზნისკენ სავალ გზაზე ისინი ახერხებენ უკრაინის პრეზიდენტის შეცდომაში შეყვანასაც“ - ნათქვამია განცხადებაში.
„იმედს ვიტოვებ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ამ უსამართლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის მყისიერი და სარკისებური პასუხი მოჰყვება“ - აცხადებს თამაზ გაიაშვილი.