მოსკოვსა და თბილისს შორის ფრენების რაოდენობა კვირაში 24-მდე გაიზარდა
„აზიმუტმა“ ფრენების რაოდენობა გააორმაგა - ამიერიდან ავიაკომპანია კვირაში 7 რეისის ნაცვლად 14-ს განახორციელებს. კომპანიის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ნათქვამია, რომ დამატებითი რეისები 5 ივლისიდან იფრენს.
„ჯორჯიან ეარვეისმა“, რომელიც მაისიდან ყოველდღიურ ფრენებს ასრულებს რუსეთში კვირაში სამი რეისი დაამატა. ოფიციალურად ავიაკომპანიას ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა საიტზე უკვე შესაძლებელია ამ რეისებზე ბილეთების შეძენა. ახალი ფრენები ორშაბათს, ხუთშაბათს და კვირას დაემატება.
ამგვარად, მოსკოვსა და თბილისს შორის კვირაში 24 რეისი შესრულდება.
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე 1 ივლისს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებს“ მთელი რიგი აკრძალვები შეეხო. სანქციების სია 14 პუნქტისგან შედგება.