კელი დეგნანი ამბობს, რომ მოსკოვთან პირდაპირი ფრენები რუსებს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება
კელი დეგნანის თქმით, ევროპის გადაწყვეტილება, რუსეთისთვის კარი ჩაეკეტა, არის რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმი, რათა რუსეთმა დაასრულოს ეს ომი. „პირდაპირი ფრენები იმიტომ იწვევს შეშფოთებას, რომ იგი საშუალებას აძლევს არა მხოლოდ იმას, რომ უფრო მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ იმასაც, რომ საქართველოს იყენებენ, რათა შემდგომ გავიდნენ ევროპაში“ - თქვა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.
პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს რუსი მოსახლეობის ევროპაში გასვლას - განაცხადა კელი დეგნანმა და დასძინა: „სწორედ ამიტომ არის ფრენების აღდგენა ასეთი შემაშფოთებელი.“