რუსეთმა სანქციების გამო სამჯერ შეამცირა Superjet-100 თვითმფრინავების წარმოება
თვითმფრინავი Superjet-100 ამურის კომსომოლსკში მდებარე კორპორაცია „ირკუტში“ ეწყობა, ევგენი რომანოვის თქმით, ქარხანა ამჟამად მუშაობს Sukhoi Superjet-ახალ მოდელზე, რომელიც სამამულო წარმოების კომპონენტებისგან უნდა შეიქმნას. კერძოდ საჰაერო ხომალდში გამოყენებული იქნება რუსული წარმოების "პდ"-8 მოდელის ძრავები.
რომანოვმა თქვა, რომ Superjet-New-ის პირველი საცდელი ფრენა დაგეგმილია 21 ივლისს. მაგრამ რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს პრესსამსახურმა უარყო ეს განცხადება და განაცხადა, რომ პირველ საცდელ ფრენაზე SSJ-NEW-ის დაშვების შესახებ საბჭოს სხდომა ჯერ არც ჩატარებულა.