ჩოგბურთელი დანილ მედვედევი „როლან გაროსის“ პირველივე წრეში დამარცხდა
27 წლის მედვედევი ჩოგბურთის პროფესიონალთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში მეორე ადგილზეა, 20 წლის ესპანელი კარლოს ალკარასის შემდეგ. 23 წლის ბრაზილიელი ტიაგო უაილდი კი რეიტინგში მხოლოდ 106-ე ადგილს იკავებს.
საფრანგეთის ღია პირველობა, ასევე ცნობილი როგორ „როლან გაროსი“, არის ოთხიდან ერთ-ერთი დიდი სლემის ტურნირებიდან და ერთადერთი, რომელიც ტარდება თიხის საფარის კორტებზე.
პრესტიჟული ტურნირი 1891 წლიდან ყოველწლიურად ტარდება პარიზში.საფრანგეთის ღია პირველობა მამაკაცთა ერთეულებში ყველაზე მეტჯერ რაფაელ ნადალმა მოიგო, რომელიც 13-ჯერ გახდა ჩემპიონი, ხოლო ქალებში კრის ევერტმა 7-ჯერ იზეიმა გამარჯვება.