Wall Street Journal: რუსეთი ბახმუტში ჩიხში შევიდა და მას მალე დაკარგავს
რუსეთი ბახმუტში ჩიხში შევიდა და მას მალე დაკარგავს, ამის შესახებ Wall Street Journal-ის სტატიაშია აღნიშნული.
გამოცემა წერს, რომ სანამ რუსეთი ბახმუტის ბოლო კვარტალზე კონტროლისთვის იბრძოდა, უკრაინული ძალები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რამაც მოსკოვს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
„ბახმუტზე ათთვიანმა თავდასხმამ რუსების სრული გადაღლილობა გამოიწვია და მათ წინ წასვლის შანსი წაართვა. რუსეთი ჩიხშია და ქალაქს მალე დაკარგავს, რადგან უკრაინული ძალები მის ალყაში მოქცევას უკვე ცდილობენ“, – აღნიშნულია WSJ-ის სტატიაში.