დანია კიდევ 2,6 მილიარდ დოლარს გამოყოფს უკრაინის დასახმარებლად
დანიამ მარტში დააარსა უკრაინისთვის სამხედრო და სამოქალაქო დახმარების ფონდი, 2023 წლისთვის, რომელიც შედგება 1 მილიარდი დოლარისგან. დანიის რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში ფრედერიკსენმა თქვა, რომ მთავრობა გეგმავს ამ ფონდში მიმდინარე წელს დამატებით შეიტანოს კიდევ 1 მილიარდი დოლარის ოდენობის თანხა, მომავალ წელს კი დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარის ეკვივალენტი თანხა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის მთავრობას ტვიტერით გადაუხადა მადლობა.
ფრედერიკსენის განცხადება გაკეთდა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტის წინ ჩრდილოეთის ქვეყნებში. სტოლტენბერგი პოსტს მიმდინარე წლის სექტემბერში დატოვებს, და მეტე ფრედერიკსენს ასახელებენ ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად ნატოს ხელმძღვანელის პოსტზე.