ინკების იდუმალი ნაგებობის შესახებ
ეს ძველი ინკების ციტადელი, რომელიც მდებარეობს პერუში, გარშემორტყმულია საიდუმლოებებით. 1400-იანი წლების შუა ხანებში აშენებული მაჩუ-პიქჩუ ევროპელებმა 1911 წელს აღმოაჩინეს. ესპანელი დამპყრობლებიც კი, რომლებმაც გაანადგურეს ინკების იმპერია, ვერასოდეს წარმოიდგენდნენ მისი არსებობის შესახებ.
მაჩუ-პიქჩუს მშენებლობა თავისთავად საოცრებაა. იგი აშენდა გრანიტის ქანებით, რომელთა წონა აღემატებოდა 55 ტონას (49,9 ტონა). როდესაც მშენებლობა დასრულდა, მაჩუ-პიქჩუს, დაახლოებით, 300-დან 1000-მდე მოსახლე ჰყავდა. სამწუხაროდ, ინკები არ ინახავდნენ დოკუმენტურ ჩანაწერებს, რაც მაჩუ-პიქჩუს ნამდვილ დანიშნულებას ამოუხსნელ საიდუმლოდ ტოვებს.
იგი მხოლოდ 100 წლის განმავლობაში იყო დასახლებული, შემდეგ კი, როგორც ვარაუდობენ, ეპიდემიის შედეგად დაცარიელდა.
თუ ოდესმე ეწვევით ინკების ამ საოცარ შემოქმედებას, აღმოაჩენთ, რომ ის 150-ზე მეტი შენობისგან შედგება. და იმისთვის, რომ კონსტრუქციები მთიდან არ ჩამოიშალოს, ინკებმა ააშენეს 600-ზე მეტი ტერასა.
წყარო/ფოტო: The Fact Site