პუტინმა ხელი მოაწერა კანონს არჩევნების ჩასატარებლად რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე
პუტინს კომენდანტის საათი ჰქონდა გამოცხადებული უკრაინის იმ ოთხი რეგიონის ნაწილში, რომლებიც რუსეთის კონტროლის ქვეშაა. აქამდე მოქმედი კანონით, ამგვარ ვითარებაში არჩევნების ჩატარება იკრძალებოდა. ახალი კანონი არჩევნების გამართვას შესაძლებელს ხდის კომენდანტის საათის პირობებშიც, თავდაცვისა და უშიშროების ორგანოთა თანხმობის საფუძველზე.