უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა გამარჯვების დღის 9 მაისიდან 8 მაისზე გადატანა
რუსეთისგან დისტანცირების მიზნით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯის სახით, უკრაინის პარლამენტარებმა 29 მაისს დაამტკიცეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კანონპროექტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღედ აცხადებს 8 მაისს, ამჟამინდელი, თავის დროზე საბჭოთა კავშირში დაწესებული 9 მაისის ნაცვლად.
გამარჯვების დღეს ევროპის უმეტესი ქვეყანა 8 მაისს აღნიშნავს, 1945 წელს ნაცისტური გერმანიის დამარცხების ნიშნად. ამიერიდან 9 მაისი უკრაინაში სამუშაო დღე იქნება, თუმცა მას ევროპის დღე დაერქმევა.